ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

„ვითარება დაძაბულია“ - სხვიტარიძე მე-6 დაწესებულებაზე; პენიტენციური: „სიმშვიდეა“

იუსტიციის სამინისტროსაქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

საბა სხვიტარიძის ფეისბუკგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარება დაძაბულია, პატიმრები შიმშილობენ და პროვოკაციებზე საუბრობენ, რასაც პენიტენციური სამსახური უარყოფს. საკითხი უკავშირდება ადრე გაჟღერებულ ბრალდებებს პატიმარ გიორგი დავითაძის სავარაუდო ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესახებ.

„ვითარება დაძაბულია“ - სხვიტარიძე მე-6 დაწესებულებაზე; პენიტენციური: „სიმშვიდეა“
„ვითარება დაძაბულია“ - სხვიტარიძე მე-6 დაწესებულებაზე; პენიტენციური: „სიმშვიდეა“რადიო თავისუფლება

პროევროპული აქციების მსვლელობისას დაკავებული საბა სხვიტარიძის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა სტატუსი, რომელშიც ნათქვამია, რომ „მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია“.

„პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ.

პატიმარმა ვენები გადაიჭრა.

გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი ცემეს, მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა.

პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით, სად არიან.

ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები.

პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას!

ასევე სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან!

ჩვენი სურვილია, საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“, - წერს სხვიტარიძე.

პენიტენციური სამსახური სტატუსში მოყვანილ ფაქტებს უარყოფს, მათ შორის პატიმრის თვითდაზიანებისა და შიმშილობის შესახებ ინფორმაციას.

საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით დააკავეს, რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს და თავის არეში დაზიანება მიაყენა. სხვიტარიძეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

გიორგი დავითაძის საქმე

2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა სექსუალური ძალადობის შესახებ. ის ამბობს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა.

„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, - თქვა პატიმარმა.

დავითაძე ასევე ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. მან გამოაცხადა, რომ შიმშილობას დაიწყებს, თუ მის მიერ დასახელებული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

პენიტენციური სამსახური ბრალდებას „კატეგორიულად უარყოფს“.

უწყებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო, რომელიც, უწყების განცხადებით, ასახავს პატიმარ გიორგი დავითაძის მონაწილეობით 2025 წლის 21 დეკემბერს №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას. ვიდეოს ხმა არ აქვს.

მედიასთან 2 ოქტომბერს ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა განაცხადა: „ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ“;

10-ზე მეტმა სამოქალაქო ორგანიზაციამ იმავე დღეს მოითხოვა, ხელისუფლებამ „ეფექტიანად და სრულყოფილად“ გამოიძიოს საქმე და განაცხადა, რომ „პირიქით, გავრცელებული მასალა კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენს კითხვას იმის შესახებ, თუ რა მოხდა დეესკალაციის საკანში.

3 ოქტომბერს დავითაძის ოჯახის წევრებმა რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები, რომლებშიც, მათი განმარტებით, მსჯავრდადებულზე ძალადობაა ასახული.

მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა მსჯავრდადებული გიორგი დავითაძის მიერ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების ბრალდება და დეტალები, რუსთავის ციხეში რამდენიმე ინციდენტი იყო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია“
საბა სხვიტარიძე
„პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ. პატიმარმა ვენები გადაიჭრა. გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი ცემეს, მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა. პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით, სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები. პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას! ასევე სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან! ჩვენი სურვილია, საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.