ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. დოკუმენტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 5%-ია, ხოლო ხარჯი 37.5 მილიარდ ლარს აჭარბებს. იზრდება პენსიები, საჯარო სექტორის ხელფასები და ჯანდაცვის დაფინანსება. ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას დეკემბერში დაამტკიცებენ.

პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო
პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყორუსთავი 2

პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. დოკუმენტზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

პროექტის მიხედვით, მომდევნო წლისთვის ეკონომიკური ზრდა 5%-ითაა დაგეგმილი, ხოლო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 37 მილიარდ 500 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

იზრდება პენსიები, საჯარო სექტორში მომუშავეთა ხელფასები, ასევე ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს.

ბიუჯეტის ცვლილებებზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა.

"დაახლოებით 830 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის და სოციალური ხარჯები. მათ შორის, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 555 მილიონი ლარით და ითვალისწინებს, კანონმდებლობის შესაბამისად ინდექსაციას, შესაბამისად 60 ლარით და 20 ლარით. ინდექსაციის შესაბამისად იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემებიც, რისთვისა,ც დაახლოებით, 60 მილიონი ლარია დამატებით გამოყოფილი.ჯანდაცვის პროგრამები გაზრდილია 127 მილიონ ლარზე მეტად.

ამ თანხაში გათვალისწინებულია როგორც სასწრაფო დახმარების პერსონალის, ასევე სოფლის ექიმისა და სოფლის ექთნების ხელფასების მატება. სოციალური რეაბილიტაციის ბავშვთა ზრუნვის პროგრამა გაზრდილია 26 მილიონ ლარზე მეტით და ასევე იზრდება დაგროვებითი საპენსიო სქემის სახელმწიფოს თანადაფინანსების ხარჯები 60 მილიონი ლარია ამ ნაწილში დამატებით გამოყოფილი", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დაახლოებით 830 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის და სოციალური ხარჯები. მათ შორის, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 555 მილიონი ლარით და ითვალისწინებს, კანონმდებლობის შესაბამისად ინდექსაციას, შესაბამისად 60 ლარით და 20 ლარით. ინდექსაციის შესაბამისად იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემებიც, რისთვისა,ც დაახლოებით, 60 მილიონი ლარია დამატებით გამოყოფილი.ჯანდაცვის პროგრამები გაზრდილია 127 მილიონ ლარზე მეტად. ამ თანხაში გათვალისწინებულია როგორც სასწრაფო დახმარების პერსონალის, ასევე სოფლის ექიმისა და სოფლის ექთნების ხელფასების მატება. სოციალური რეაბილიტაციის ბავშვთა ზრუნვის პროგრამა გაზრდილია 26 მილიონ ლარზე მეტით და ასევე იზრდება დაგროვებითი საპენსიო სქემის სახელმწიფოს თანადაფინანსების ხარჯები 60 მილიონი ლარია ამ ნაწილში დამატებით გამოყოფილი“
გიორგი კაკაურიძემ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.