"დაგეგმილია 5%-იანი ეკონომიკური ზრდა" - პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას საკომიტეტო მოსმენებით იწყებს
საქართველოს პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას საკომიტეტო მოსმენებით იწყებს. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხარჯვითი ნაწილი კი 37.5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ბიუჯეტის საბოლოო ვერსია დეკემბერში დამტკიცდება.

პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას საკომიტეტო მოსმენებით იწყებს. თემაზე დღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებს.
პროექტის მიხედვით, მომდევნო წლისთვის ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტითაა დაგეგმილი, ხოლო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 37 500 000 000 ლარს გადააჭარბებს. იზრდება პენსიები, საჯარო სექტორში მომუშავეთა ხელფასები, ასევე ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.
ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს.
"საქართველოს პარლამენტში შემოსულია მთავარი საფინანსო დოკუმენტი - 2027 წლის ბიუჯეტი. დოკუმენტი წარმოდგენილია 37.6 მილიარდი ლარით. დაგეგმილია 5%-იანი ზრდა, რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკური ზრდა მაქსიმალურად მოხმარდება ისეთ ძირითად დარგებს, როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება, სოციალური მიმართულება და ინფრასტრუქტურული პროექტები. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იქნება 12 236 ამერიკული დოლარი," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს პარლამენტში შემოსულია მთავარი საფინანსო დოკუმენტი - 2027 წლის ბიუჯეტი. დოკუმენტი წარმოდგენილია 37.6 მილიარდი ლარით. დაგეგმილია 5%-იანი ზრდა, რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკური ზრდა მაქსიმალურად მოხმარდება ისეთ ძირითად დარგებს, როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება, სოციალური მიმართულება და ინფრასტრუქტურული პროექტები. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იქნება 12 236 ამერიკული დოლარი,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.