ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დიმიტრი პესკოვი ესტონეთის მიერ რუსეთის საზღვართან ჯარების შესაძლო განლაგებაზე - ყველა სადაზვერვო შესაძლებლობა გვაქვს, რომ საზღვრებთან სიტუაცია ვაკონტროლოთ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს ყველა სადაზვერვო შესაძლებლობა საზღვრებთან სიტუაციის გასაკონტროლებლად. ეს განცხადება მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ესტონეთი რუსეთის საზღვართან ახლოს ჯარების განლაგებას გეგმავს.

დიმიტრი პესკოვი ესტონეთის მიერ რუსეთის საზღვართან ჯარების შესაძლო განლაგებაზე - ყველა სადაზვერვო შესაძლებლობა გვაქვს, რომ საზღვრებთან სიტუაცია ვაკონტროლოთ
დიმიტრი პესკოვი ესტონეთის მიერ რუსეთის საზღვართან ჯარების შესაძლო განლაგებაზე - ყველა სადაზვერვო შესაძლებლობა გვაქვს, რომ საზღვრებთან სიტუაცია ვაკონტროლოთინტერპრესნიუსი

რუსეთს აქვს ყველა სადაზვერვო შესაძლებლობა იმისთვის, რომ საზღვრებთან სიტუაცია აკონტროლოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის საზღვართან ახლოს ესტონეთის ჯარების შესაძლო განლაგებასთან დაკავშირებით.

„ეჭვი არ უნდა არსებობდეს, რომ ჩვენს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა შესაბამის სამსახურებს გააჩნიათ საჭირო სადაზვერვო შესაძლებლობები, რათა სათანადოდ აკონტროლონ და შეაფასონ ჩვენს საზღვრებთან არსებული ვითარება”, - აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე, გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ესტონეთი „აქტიური თავდაცვის“ სტრატეგიის ფარგლებში, რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიისთვის მოსამზადებლად, ქალაქ ტაპადან იიჰვიში, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს, მნიშვნელოვან ბრიგადას გადაიყვანს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პესკოვი:თუ ლიტვაში NATO-ს ბაზა ან ბირთვული იარაღი განთავსდება, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები