პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ესტონეთის პრემიერი - გრუ-ს დაკვეთით ესტონურ თავდაცვით კომპანიაზე დივერსიული აქტის განხორციელება სცადეს, ეს რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია - ვერ დაგვაშინებენ, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობისთვის ვემზადებით

ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალის განცხადებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის დაკვეთით ესტონურ თავდაცვით კომპანია Threod Systems-ზე დივერსიული აქტი სცადეს. პრემიერის თქმით, ქვეყანა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობისთვის ემზადება.

ესტონეთის პრემიერი - გრუ-ს დაკვეთით ესტონურ თავდაცვით კომპანიაზე დივერსიული აქტის განხორციელება სცადეს, ეს რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია - ვერ დაგვაშინებენ, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობისთვის ვემზადებით
ინტერპრესნიუსი

რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) დაკვეთით, ესტონური თავდაცვითი კომპანიის, Threod Systems-ის წინააღმდეგ 14 ნოემბრის ღამეს დივერსიული აქტის განხორციელება სცადეს, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული რეაგირების წყალობით, მასშტაბური ზიანის თავიდან აცილება მოხერხდა.

“თავდამსხმელები დაკავებულები არიან. ეს რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ წარმოებული უფრო ფართო ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომლის მიზანიც უკრაინისთვის მხარდაჭერის შემცირება და რუსეთზე ზეწოლის შესუსტებაა. ვერ დაგვაშინებენ. ესტონეთი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობისთვის ემზადება, რათა შეამციროს რისკები ჩვენი ხალხისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის”, - წერს ესტონეთის პრემიერი.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ესტონეთი რუსეთს დივერსიაში სდებს ბრალს და ელჩის მოვალეობის შემსრულებელს იბარებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები