პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ესტონეთში აცხადებენ, რომ დივერსიის მცდელობის გამო რუსეთთან ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს კეტავენ

ესტონეთი 1-ლი დეკემბრიდან რუსეთთან ყველა სასაზღვრო პუნქტს კეტავს თავდაცვის საწარმოზე აღკვეთილი დივერსიის გამო, რაშიც ქვეყნის პოლიცია რუსეთის სამხედრო დაზვერვას ადანაშაულებს.

ესტონეთში აცხადებენ, რომ დივერსიის მცდელობის გამო რუსეთთან ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს კეტავენ
იმედინიუსი

ესტონეთის ხელისუფლება 1-ლი დეკემბრიდან რუსეთთან საზღვარზე ყველა გამშვებ პუნქტს დახურავს, რაც ესტონური თავდაცვის მრეწველობის საწარმოს წინააღმდეგ აღკვეთილ დივერსიაზე პასუხი იქნება. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

ესტონეთის პოლიციის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვამ ტალინის მახლობლად თავდაცვითი კომპანია Threod Systems-ის ობიექტის დაწვის მცდელობა მოაწყო.

„სასაზღვრო პუნქტების დახურვა შეზღუდავს რუსეთის შესაძლებლობებს, განახორციელოს მტრული საქმიანობა ესტონეთში, ასევე გააძლიერებს ჩვენს ზომებს სანქციების გვერდის ავლის პრევენციის კუთხით“, - განაცხადა ცაჰკნამ. მან ამის შესახებ ფინელ, ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებს უკვე აცნობა.

ესტონეთის ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელებს სურდათ აფეთქებისა და ხანძრის მოწყობა იმ კომპანიის ტერიტორიაზე, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებსა და დაზვერვისა და დაკვირვების ელექტროოპტიკურ სისტემებს აწარმოებს. მათ თავდასხმის ბოლომდე მიყვანა საწარმოს უსაფრთხოების სამსახურის ქმედებების წყალობით ვერ შეძლეს. შედეგად არავინ დაშავებულა და კომპანიას არსებითი ზიანი არ მიადგა.

დაკავებულია ლატვიის რვა მცხოვრები, თუმცა მათი მოქალაქეობა არ ზუსტდება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხუთ მათგანს პატიმრობა შეეფარდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპირველი დეკემბრიდან ესტონეთი ჩაკეტავს რუსეთთან საზღვარს
  2. რუსთავი 2სამთავრობოესტონეთი რუსეთთან სახმელეთო საზღვარს პირველი დეკემბრიდან სრულად ხურავს
  3. იმედინიუსისამთავრობოესტონეთში თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოზე დივერსიის მცდელობა აღკვეთეს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარია ზახაროვა - თუ ესტონეთი რეალურად გეგმავს რუსეთთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტების დახურვას, ეს აგრესიული რუსოფობიის კიდევ ერთი გამოვლინებააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები