რა არის ცნობილი ბათუმის აკვატორიაში თვითდინებით შემოსულ უეკიპაჟო გემზე - სააგენტოს განმარტება
ბათუმის აკვატორიაში თვითდინებით შემოსული უეკიპაჟო გემი თურქეთში გაჰყავთ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები თითქმის დატოვა და დაბუქსირების პროცესი თურქულ მხარესთან კოორდინაციით მიმდინარეობს.

ბათუმთან, ზღვის აკვატორიაში უეკიპაჟოდ შემოსული გემი თურქეთში გაჰყავთ. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში bm.ge-ს განუცხადეს, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები "უკვე თითქმის დატოვა".
„დაბუქსირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს თურქულ მხარესთან კოორდინაციით“, – აცხადებენ საზღვაო სააგენტოში.
უეკიპაჟო გემი ბათუმის აკვატორიაში გუშინ, 4 ოქტომბერს გამოჩნდა. სააგენტოში ამბობენ, რომ ის ნაპირისკენ თვითდინებით შემოვიდა.
საზღვაო სააგენტოში ჯერჯერობით დამატებით კითხვებს არ პასუხობენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ბათუმელებიბათუმის სანაპიროს მოადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
- BM.GEბათუმის სიახლოვეს ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული გემი შემოვიდა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
- ინტერპრესნიუსისაზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი, რომელიც დინებით შემოვიდა - მიმდინარეობს უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის ღონისძიებები
- ბათუმელებიუეკიპაჟოდ შემოსული გემი ბათუმის სანაპიროდან გაიყვანეს
ციტატები სტატიიდან
„დაბუქსირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს თურქულ მხარესთან კოორდინაციით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…