ბათუმის სიახლოვეს ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული გემი შემოვიდა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
ბათუმის სიახლოვეს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, დინებით შემოვიდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გემი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მისი ბუქსირებისა და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის ღონისძიებები თურქულ მხარესთან კოორდინაციით.

"ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დინებით შემოვიდა",- ამის შესახებ BMG-ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს.
სააგენტოს თანახმად, სავაჭრო გემი იდენტიფიცირებულია და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ რეჟიმში მოქმედებენ.
"ადგილზე იმყოფება კომპეტენტური ორგანოები, ასევე მიმდინარეობს გემის ბუქსირების და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის ღონისძიებები, თურქულ მხარესთან კოორდინაციით",- აღნიშნავენ უწყებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაბათუმის სანაპიროს მოადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი, რომელიც დინებით შემოვიდა - მიმდინარეობს უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის ღონისძიებები
უეკიპაჟოდ შემოსული გემი ბათუმის სანაპიროდან გაიყვანეს
რა არის ცნობილი ბათუმის აკვატორიაში თვითდინებით შემოსულ უეკიპაჟო გემზე - სააგენტოს განმარტება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…