ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ბათუმის საზღვაო აკვატორიაში წვრთნები ჩატარდა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ბათუმის საზღვაო აკვატორიაში ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის ეროვნული წვრთნები ჩატარდა, რომლის მიზანია უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერება და შესაძლებლობების შემოწმება.

ბათუმის საზღვაო აკვატორიაში წვრთნები ჩატარდა
ბათუმის საზღვაო აკვატორიაში წვრთნები ჩატარდარუსთავი 2

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმის საზღვაო აკვატორიაში ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის ეროვნული წვრთნები, GEO SAR & OSR EX 2026, ჩატარდა.

წვრთნები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელობით წარიმართა და ორ ლოკაციას მოიცავდა.

წვრთნების მთავარი მიზანია ზღვაზე ადამიანის ძებნა-გადარჩენის, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი გემებისთვის დახმარების აღმოჩენისა და ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის შესაძლებლობების შემოწმება და შესაბამის უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერება.

სანაპირო ზოლის დაცვის მიზნით, წვრთნების ფარგლებში ასევე დამუშავდა ოპერაციის მართვის შტაბისა და მონაწილე უწყებების შეთანხმებული მოქმედებები.

სცენარის მიხედვით, ოპერაციის ძირითადი ნაწილი ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში განხორციელდა. წვრთნების მეორე ნაწილი კი სანაპირო ზოლზე, ჟილინის არხის შესართავთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.

წვრთნებში გამოყენებული იყო 18 ერთეული ტექნიკა, მათ შორის 3 გემი, 6 კატარღა, 2 ბუქსირი, 1 მცურავი ამწე, 4 სკუტერი, 1 დამხმარე კატარღა და შვეულმფრენი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.