უეკიპაჟოდ შემოსული გემი ბათუმის სანაპიროდან გაიყვანეს
ბათუმის ზღვის აკვატორიაში უეკიპაჟოდ შემოსული გემი თურქეთში გაჰყავთ. საზღვაო სააგენტოს ცნობით, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვა და დაბუქსირების პროცესი თურქულ მხარესთან კოორდინაციით მიმდინარეობს.

ბათუმთან, ზღვის აკვატორიაში უეკიპაჟოდ შემოსული გემი თურქეთში გაჰყავთ.
როგორც საზღვაო სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები უკვე დატოვა, „მაგრამ დაბუქსირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს თურქულ მხარესთან კოორდინაციით“, – გვითხრეს სააგენტოში.
საზღვაო სააგენტოში არ უპასუხეს კითხვას, ხომ არ არის ეს მშრალი ტვირთმზიდი „Омский-107“, რომელიც უკრაინამ დააზიანა და უეკიპაჟოდ იყო დარჩენილი.
უეკიპაჟო გემი გუშინ, 4 ოქტომბერს, გამოჩნდა ბათუმის აკვატორიაში. ის თვითდინებით შემოვიდა.
__________
ამ თემაზე:
ბათუმის სანაპიროს მოადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ბათუმელებიბათუმის სანაპიროს მოადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
- BM.GEბათუმის სიახლოვეს ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული გემი შემოვიდა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
- ინტერპრესნიუსისაზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი, რომელიც დინებით შემოვიდა - მიმდინარეობს უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის ღონისძიებები
- BM.GEრა არის ცნობილი ბათუმის აკვატორიაში თვითდინებით შემოსულ უეკიპაჟო გემზე - სააგენტოს განმარტება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…