ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ADB-მა "კრედო ბანკს" მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად, ₾120-მილიონიანი კრედიტი გამოუყო

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) „კრედო ბანკთან“ 120 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, ასევე რეგიონული და ქალი მეწარმეების დაფინანსებას მოხმარდება.

ADB-მა "კრედო ბანკს" მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად, ₾120-მილიონიანი კრედიტი გამოუყო
ADB-მა "კრედო ბანკს" მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად, ₾120-მილიონიანი კრედიტი გამოუყოBM.GE

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) სს „კრედო ბანკთან“ ხელი მოაწერა 120 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებას, რომლის მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების მხარდაჭერა. პროექტი ასევე ითვალისწინებს რეგიონებში არსებული ბიზნესების, ასევე ქალ მეწარმეთა საკუთრებაში არსებული ბიზნესების საკრედიტო დაფინანსებას.

ADB-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სესხის მიზანია ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების დეფიციტის აღმოფხვრა, განსაკუთრებით გრძელვადიანი პირობებით. ამავდროულად, ის შეამცირებს სავალუტო რისკებს საწარმოებისთვის და გააძლიერებს საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობას.

„კრედო ბანკთან ჩვენი უწყვეტი პარტნიორობით, ADB უზრუნველყოფს, მცირე ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობის წვდომას დაფინანსებაზე,“ განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა. „ეს ტრანზაქცია ხელს შეუწყობს ბიზნეს შესაძლებლობების გაფართოებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში.“

ADB და კრედო ბანკი 2015 წლიდან თანამშრომლობენ, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, ასევე სოფლის მეურნეობაში მოქმედი ბიზნესების ფინანსური ჩართულობის გასაძლიერებლად. ბანკი მხარს უჭერს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, სოფლის შინამეურნეობებსა და ფერმერებს, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით, ციფრული ინოვაციებითა და ფინანსური ჩართულობის ხელშეწყობით.

„მოხარულნი ვართ, რომ აზიის განვითარების ბანკთან ვაგრძელებთ მრავალწლიან პარტნიორობას, რომელიც 2015 წელს დაიწყო,” განაცხადა კრედო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაზა ფირცხელავამ. ,,წლების განმავლობაში, ჩვენი თანამშრომლობა დაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ზრდასა და განვითარებას, მათ ფინანსურ ჩართულობასა და გაციფრულებას საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული 120 მილიონი ლარის მოცულობის ტრანზაქცია კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას.”

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კრედო ბანკთან ჩვენი უწყვეტი პარტნიორობით, ADB უზრუნველყოფს, მცირე ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობის წვდომას დაფინანსებაზე,“
ლესლი ბეარმან ლამი
„ეს ტრანზაქცია ხელს შეუწყობს ბიზნეს შესაძლებლობების გაფართოებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში.“
ლესლი ბეარმან ლამი
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები