პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიკრობანკებს სავალუტო დაკრედიტება და ₾2 მილიონამდე სესხების გაცემა შეეძლებათ | კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტისაქართველოს ეროვნული ბანკი

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტით მიკრობანკებს სავალუტო დაკრედიტების უფლება მიეცემათ, ხოლო სესხის მაქსიმალური ლიმიტი 1-დან 2 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ცვლილებების მიხედვით, სამეწარმეო მიზნებისთვის გაცემული სესხების მინიმალური წილი 70%-დან 50%-მდე მცირდება.

მიკრობანკებს სავალუტო დაკრედიტება და ₾2 მილიონამდე სესხების გაცემა შეეძლებათ | კანონპროექტი
BM.GE

მიკრობანკებს საქმიანობის არეალი უფართოვდებათ - ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა და ამავე კომიტეტის წევრებმა წარადგინეს.

კანონპროექტის თანახმად, მიკრობანკებს უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა, საფინანსო ბაზარზე საშუამავლო მომსახურების გაწევა და უძრავი ქონების იჯარით გაცემა შეეძლებათ. ამასთან, სამეწარმეო მიზნებისთვის გაცემული სესხების მინიმალური წილი 70%-დან 50%-მდე შემცირდება, ხოლო ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე დაკრედიტების მაქსიმალური ლიმიტი 1 მილიონიდან 2 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

ცვლილებები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონებში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტით არის გათვალისწინებული. ინიციატივის ერთ-ერთი მიზანი საბანკო სექტორში კონკურენციის წახალისება და ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის მარეგულირებელი მოთხოვნების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაა.

მიკრობანკებისთვის საქმიანობის გაფართოების გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს საფინანსო ბაზარზე საშუამავლო მომსახურების გაწევის უფლებას, რისთვისაც ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობა იქნება საჭირო. ამასთან, მათ აეკრძალებათ უძრავი ქონების შეძენა ან ფლობა მისი შემდგომი გაქირავების მიზნით.

ცვლილებები ეხება ბანკებისა და მიკრობანკების მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა შეფასების წესებსაც. მნიშვნელოვანი წილის განმარტება დაზუსტდება და მოიცავს კაპიტალის ან ხმის უფლების მქონე აქციების 10%-ის ან მეტის პირდაპირ თუ არაპირდაპირ ფლობას, ასევე ფინანსურ ინსტიტუტზე მნიშვნელოვანი გავლენის ან კონტროლის შესაძლებლობას, წილის ოდენობის მიუხედავად.

კომერციული ბანკების შემთხვევაში პარალელურად დაკავებული პოზიციების რაოდენობასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძირითადად სისტემური მნიშვნელობის ბანკების ადმინისტრატორებზე გავრცელდება. მიკრობანკების ადმინისტრატორებისთვის კი ამ საკითხზე კონკრეტული მოთხოვნების განსაზღვრის უფლებამოსილება ეროვნულ ბანკს ექნება.

საკანონმდებლო პაკეტით ასევე ზუსტდება უცხოური სანდო ბანკებისთვის საქართველოში საქმიანობის ლიცენზირების გამარტივებული პროცედურები და ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები კაპიტალისა და რეზერვების მოთხოვნების განსაზღვრის მიმართულებით.

კანონპროექტების მიხედვით, ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. ეროვნულ ბანკს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მოსამზადებლად 12 თვე ექნება, ხოლო კომერციულ ბანკებს უძრავი ქონების იჯარით გაცემასთან დაკავშირებულ ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის ასევე 12-თვიანი გარდამავალი პერიოდი მიეცემათ.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სებ-ი მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ბანკების შვილობილებზე ლიცენზიებს გამარტივებულად გასცემს | კანონპროექტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები