მსოფლიო · 15 ნოემბერი, 15:36
შავ ზღვაში გემზე, რომელზეც აზერბაიჯანის 13 და თურქეთის ერთი მოქალაქე იმყოფებოდა, დრონით თავდასხმა განხორციელდა
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან გემს დრონი მოხვდა, რომელზეც აზერბაიჯანის 13 და თურქეთის 1 მოქალაქე იმყოფებოდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეკიპაჟი ევაკუაციას ელოდება.

შავ ზღვაში გემს, რომელზეც აზერბაიჯანის 13 მოქალაქე იმყოფებოდა, დრონი მოხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ინციდენტი 15 ნოემბრის ღამეს, რუმინეთის სანაპიროსთან, სულინას პორტის სიახლოვეს მოხდა.
გემზე ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა, მათ შორის აზერბაიჯანის 13 მოქალაქე და თურქეთის ერთი მოქალაქე.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ეკიპაჟი ევაკუაციას ელოდება.
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…