ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინამ და გერმანიამ თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და გერმანიამ თავდაცვის, უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და სამაშველო ტექნოლოგიების სფეროებში რამდენიმე შეთანხმება და მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმებები მოიცავს შეიარაღების, მათ შორის IRIS-T რაკეტების, რადარების, ჩამჭრელი დრონების წარმოებასა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.

უკრაინამ და გერმანიამ თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს
უკრაინამ და გერმანიამ თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში რამდენიმე შეთანხმება გააფორმესინტერპრესნიუსი

უკრაინამ და გერმანიამ ხელი მოაწერეს რიგ დოკუმენტებს თავდაცვის, უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და სამაშველო ტექნოლოგიების სფეროებში.

შეთანხმებები მოიცავს ათასობით IRIS-T რაკეტის, ახალი საცეცხლე მოდულებისა და რადარების შეძენას, ჩამჭრელი დრონების შემუშავებას და ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობას.

კერძოდ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გერმანულ კომპანია Diehl Defence-თან სამი მემორანდუმი გააფორმა, რომლებიც ითვალისწინებს ათასობით IRIS-T რაკეტის, IRIS-T საცეცხლე მოდულების და დამატებითი რაკეტების შეძენას და მიწოდებას, ასევე ზუსტ მართვად საარტილერიო საბრძოლო მასალაზე ერთობლივ მუშაობას.

ამასთან, ცალკე მემორანდუმი გაფორმდა კომპანია HENSOLDT-თან, რომელიც ტაქტიკური რადარების, ასევე სათვალთვალო სისტემების შეძენას ეხება.

უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ მიაღწია შეთანხმებას Quantum Systems-თან და უკრაინის Frontline Robotics-თან უკრაინული დრონების წარმოების გერმანიაში ლოკალიზების შესახებ.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურსა და Alpha Robotics Germany-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი ეხება ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ოპერაციებისთვის უპილოტო სისტემების სფეროში თანამშრომლობას.

ენერგეტიკის სექტორში უკრაინამ ხელი მოაწერა ორ მემორანდუმს Siemens Energy-სთან. ერთი დოკუმენტი ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმდა, მეორე კი - “ნაფტოგაზ უკრაინასთან”.

დოკუმენტი გაფორმდა გერმანულ ოპერატორებს, 50Hertz Transmission-სა და Amprion-ს და “უკრენეგროს” შორის. ეს შეთანხმებები მიზნად ისახავს ენერგეტიკის სექტორში შემდგომ თანამშრომლობას და უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.

დოკუმენტების ხელმოწერა 4 ოქტომბერს უკრაინა-გერმანიის მაღალი დონის შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გერმანიამ უკრაინას 1.3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები