რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარის შემდეგ, უკრაინის სამხედრო ობიექტებზე დარტყმები გაძლიერდება
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარის საპასუხოდ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე დარტყმები გაძლიერდება. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააძლიერებს მოსკოვის ახალი სტრატეგიის საპასუხოდ.

რუსეთის სამხედრო ძალები გააძლიერებენ დარტყმებს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი მუქარის საპასუხოდ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
“უკრაინის მოსახლეობამ ამაში მხოლოდ კიევის რეჟიმის მეთაური უნდა დაადანაშაულოს”, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, ზელენსკის, “სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმის ბრძანების გაცემით, სრული პირადი და პოლიტიკური პასუხისმგებლობას ეკისრება რუსეთის შეიარაღებული ძალების რეაგირებაზე”.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გააძლიერებს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს მოსკოვის მიერ არჩეული საჰაერო დარტყმების ახალი სტრატეგიის საპასუხოდ, რომლის მიზანია მოსახლეობა აიძულონ, კიევი და სხვა ქალაქები დატოვონ. უკრაინის პრეზიდენტმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა მოიპოვეს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა, ზამთრის წინ, გასცა ბრძანება „ახალი დოქტრინის“ შესახებ; ეს დოქტრინა ითვალისწინებს სამხედრო დარტყმების განხორციელებას სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების გაცილებით ფართო სპექტრზე. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მოსკოვის ტაქტიკის ცვლილებას საპასუხო ქმედებებით უპასუხებს, თუმცა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს არ განახორციელებს.
ციტატები სტატიიდან
„უკრაინის მოსახლეობამ ამაში მხოლოდ კიევის რეჟიმის მეთაური უნდა დაადანაშაულოს“
„სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმის ბრძანების გაცემით, სრული პირადი და პოლიტიკური პასუხისმგებლობას ეკისრება რუსეთის შეიარაღებული ძალების რეაგირებაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.