მსოფლიო ტურნირზე საქართველოს ბატუტზე ხტომის ნაკრებმა ასპარეზობა 6 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა
იტალიის ქალაქ რიმინიში გამართულ მსოფლიო ტურნირზე საქართველოს ბატუტზე ხტომის ნაკრებმა ასპარეზობა 6 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, მათ შორის ჩემპიონები გახდნენ მარიამ ბერია, ანანო ქარსაულიძე, მარიამ გაბრიაძე, ელენე კირთაძე, ნინო ქორიძე, მარიამ რაგიმოვა და მაკუნა ბოჭორიძე.

იტალიის ქალაქ რიმინიში გამართულ მსოფლიო ტურნირზე საქართველოს ბატუტზე ხტომის ნაკრებმა ასპარეზობა ექვსი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
მედლები შემდეგნაირად გადანაწილდა: 11-12 წლის გოგონებში სინქრონულ ხტომაში მარიამ ბერიამ და ანანო ქარსაულიძემ ჩემპიონობა მოიპოვეს.
13-14 წლის ასაკობრივ კატეგორიაში სინქრონულ ხტომაში ოქროს მედლები მარიამ გაბრიაძისა და ელენე კირთაძის დუეტმა მოიპოვა.
15-16 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ნინო ქორიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 17-21 წლის ასაკობრივ კატეგორიაში კი მარიამ რაგიმოვასა და მაკუნა ბოჭორიძის დუეტმა ოქროს მედალი დაისაკუთრა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.