პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ძიუდო | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ბაქოში გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს შერეულმა ნაკრებმა ჩინეთი 4:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ინდივიდუალურ ჩათვლაში მოპოვებული ოთხი მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

ძიუდო | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პირველი არხი

ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველომ ჩინეთის გუნდი 4:1 დაამარცხა.

ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ნინო გულბანმა (70 კგ), ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (100+ კგ) მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრები ხუთი ძიუდოისტით ასპარეზობდა, რადგან სოფიო სომხიშვილმა (78+კგ) ფრანგებთან მიღებული ტრამვის გამო ჭიდაობა ვეღარ შეძლო და ერთი ქულა ჩინეთმა ავტომატურად მიიღო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ტრავმირებული ლაშა ბექაური ლუკა მაისურაძემ შეცვალა.

რაც შეეხება ინდივიდუალურ ასპარეზობას, მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შედეგად, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გინდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ძიუდო | ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია #1TVSPORTწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები