სპორტი · 14 ნოემბერი, 21:49
ბატუტზე ხტომის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ ორი ოქროს მედალი მოიპოვა
ჩინეთში გამართულ ბატუტზე ხტომის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა წყვილებმა სინქრონულ ხტომებში ორი ოქროს მედალი მოიპოვეს.

ჩინეთში ბატუტზე ხტომის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ ახალგაზრდებს შორის სინქრონულ ხტომებში ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
17-დან 21 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მაია ბოჭორიძისა და მარიამ რაგიმოვას წყვილმა ჩემპიონობა იზეიმა.
14 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში კი ოქროს მედალი მარიამ გაბრიაძისა და ელენე კირთაძის წყვილმა დაიმსახურა.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…