პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსთავის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა - გამოძიება სუიციდის ფაქტზე დაიწყო

იუსტიციის სამინისტროტვ პირველი

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გამოძიება სუიციდის ფაქტზე დაიწყო. გარდაცვლილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და შესაძლო მოწამვლასა და ძალადობის კვალზე საუბრობს.

რუსთავის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა - გამოძიება სუიციდის ფაქტზე დაიწყო
ტაბულა

რუსთავის მე-17 დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ტაბულას დაუდასტურა. უწყების თქმით, გამოძიება სუიციდის ფაქტზე დაიწყო და გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

პატიმრის ოჯახს კი სუიციდის ვერსიის არ სჯერა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრმა, ტვ პირველთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ არ სჯერა თვითმკვლელობის ვერსიით, შესაძლოა პატიმარი "მოწამლეს", ასევე, ამბობს, რომ "დაზიანებებიც აქვს, მგონი".

"პარასკევს გასკდა ეს ამბავი, რომ დაღუპულია. ამბობენ, თავი მოიკლაო, ბიჭებს უთქვამთ იქ, ტუალეტში შევიდა, ლურსმანზე ყოფილა კაპრონის ძაფი და თავი ჩამოიხრჩოო. დილას კიდევ ყავა დაულევია. ან მოწამლეს... არ ვიცი, ექსპერტებმა რა დაადგინეს და რა არა, თავს არაფრით არ მოიკლავდა, ძალადობის კვალიც აქვს, მგონი. თავს არ მოიკლავდა. სამწელიწადნახევარი ციხეში იყო და თავი არ მოუკლავს და ახლა, 2-3 თვეში უნდა გამოსულიყო და ახლა მოიკლავდა?", - თქვა პატიმრის მამიდამ, ვალიდა გულედანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 5
  1. TV პირველიოპოზიციურირუსთავის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი სუიციდს კატეგორიულად გამორიცხავს
  2. TV პირველიოპოზიციურიპენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა "პირველების" ინფორმაცია, რომ პატიმარი რუსთავის ციხეში გარდაცვლილი ნახეს
  3. ფორმულაოპოზიციურირუსთავის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი სუიციდს გამორიცხავს
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
  5. ალიაოპოზიციურირუსთავის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პარასკევს გასკდა ეს ამბავი, რომ დაღუპულია. ამბობენ, თავი მოიკლაო, ბიჭებს უთქვამთ იქ, ტუალეტში შევიდა, ლურსმანზე ყოფილა კაპრონის ძაფი და თავი ჩამოიხრჩოო. დილას კიდევ ყავა დაულევია. ან მოწამლეს... არ ვიცი, ექსპერტებმა რა დაადგინეს და რა არა, თავს არაფრით არ მოიკლავდა, ძალადობის კვალიც აქვს, მგონი. თავს არ მოიკლავდა. სამწელიწადნახევარი ციხეში იყო და თავი არ მოუკლავს და ახლა, 2-3 თვეში უნდა გამოსულიყო და ახლა მოიკლავდა?“
ვალიდა გულედანი
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რუსთავის N17 ციხეში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს – დაწყებულია გამოძიებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები