პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა "პირველების" ინფორმაცია, რომ პატიმარი რუსთავის ციხეში გარდაცვლილი ნახეს
პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა რუსთავის ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტი. უწყების განმარტებით, გარდაცვალების მიზეზი სუიციდია და მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა გარდაცვლილის ოჯახი სუიციდის ვერსიას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ცხედარს დაზიანებები აღენიშნება.

პენიტენციურმა სამსახური ადასტურებს, რომ პატიმარი რუსთავის ციხეში გარდაცვლილი ნახეს. უწყებამ მომხდარი ოფიციალურად მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც ინფორმაცია "პირველებმა" გაავრცელა.
პენიტენციური განმარტავს, რომ გარდაცვალების მიზეზი სუიციდია და გამოძიებაც შესაბამისი მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „პირველებს“ გარდაცვლილის ოჯახის წევრი უყვება. პატიმრის მამიდის განცხადებით, ოჯახს პარასკევს შეატყობინეს, რომ მსჯავრდებული იაკობ გულედანი საკანში გარდაცვლილი ნახეს.
გარდაცვლილის მამიდა „პირველებთან“ სატელეფონო ინტერვიუში საქმის გარემოებებზე საუბრობს. ქალი ამბობს, რომ ცხედარს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ოჯახი პენიტენციური დაწესებულების ვერსიას - სუიციდს, კატეგორიულად გამორიცხავს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიარუსთავის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი სუიციდს კატეგორიულად გამორიცხავს
რუსთავის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა - გამოძიება სუიციდის ფაქტზე დაიწყო
რუსთავის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი სუიციდს გამორიცხავს
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…