პაატა სალია რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებაზე - ძალიან სამწუხარო ფაქტია - ამ საკითხზე მყისიერად დაიწყო გამოძიება, სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან
რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მომხდარს ძალიან სამწუხარო ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ ფაქტზე მყისიერად დაიწყო გამოძიება და უწყება გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს.

ძალიან სამწუხარო ფაქტია - ამ საკითხზე მყისიერად დაიწყო გამოძიება, სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ჟურნალისტებს რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც სალიამ აღნიშნა, “მომხდარზე თუ რაიმე არის პენიტენციურ დაწესებულებაში, უკვე მიწოდებულია გამოძიებისთვის”.
“მყისიერად დაიწყო გამოძიება ამ საკითხზე. სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. თუ რაიმე არის პენიტენციურ დაწესებულებაში, უკვე მიწოდებულია გამოძიებისთვის, მაქსიმალურად ღია ვართ და მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ. ძალიან სამწუხარო ფაქტია, მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და ცუდია, რომ ასეთი რამ ხდება პენიტენციურ დაწესებულებაში, სამწუხაროდ. ძალიან რთულია გადააზღვიო მსგავსი შემთხვევები. ჩვენ არაერთ ღონისძიებას ვატარებთ და მომავალშიც დაგეგმილი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი მეთვალყურეობა იყოს იმ პირებზე, ვისაც შეიძლება სუიციდისკენ ჰქონდეს მიდრეკილება. დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა პაატა სალიამ.
ცნობისთვის, რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს.
ციტატები სტატიიდან
„მომხდარზე თუ რაიმე არის პენიტენციურ დაწესებულებაში, უკვე მიწოდებულია გამოძიებისთვის“
„მყისიერად დაიწყო გამოძიება ამ საკითხზე. სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. თუ რაიმე არის პენიტენციურ დაწესებულებაში, უკვე მიწოდებულია გამოძიებისთვის, მაქსიმალურად ღია ვართ და მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ. ძალიან სამწუხარო ფაქტია, მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და ცუდია, რომ ასეთი რამ ხდება პენიტენციურ დაწესებულებაში, სამწუხაროდ. ძალიან რთულია გადააზღვიო მსგავსი შემთხვევები. ჩვენ არაერთ ღონისძიებას ვატარებთ და მომავალშიც დაგეგმილი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი მეთვალყურეობა იყოს იმ პირებზე, ვისაც შეიძლება სუიციდისკენ ჰქონდეს მიდრეკილება. დაველოდოთ გამოძიებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.