ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

რუსთავის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი სუიციდს კატეგორიულად გამორიცხავს

იუსტიციის სამინისტრო

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი იაკობ გულედანი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი სუიციდის ვერსიას გამორიცხავს და სხეულზე შესაძლო დაზიანებებზე მიუთითებს. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურმა გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა და გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა.

რუსთავის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი სუიციდს კატეგორიულად გამორიცხავს
რუსთავის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი სუიციდს კატეგორიულად გამორიცხავსTV პირველი

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „პირველებს“ გარდაცვლილის ოჯახის წევრი უყვება. პატიმრის მამიდის განცხადებით, ოჯახს პარასკევს შეატყობინეს, რომ მსჯავრდებული იაკობ გულედანი საკანში გარდაცვლილი ნახეს.

გარდაცვლილის მამიდა „პირველებთან“ სატელეფონო ინტერვიუში საქმის გარემოებებზე საუბრობს. ქალი ამბობს, რომ ცხედარს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ოჯახი პენიტენციური დაწესებულების ვერსიას - სუიციდს, კატეგორიულად გამორიცხავს.

მე მამიდა ვარ. პარასკევს გასკდა ეს ამბავი, რომ დაღუპულია. იძახიან, რომ თავი მოიკლაო, ბიჭებს უთქვამთ იქ, ტუალეტში შევიდაო, ლურსმანზე ყოფილა კაპრონის ძაფი და თავი ჩამოიხრჩოო. დილას კიდევ ყავა დაულევია. ან მოწამლეს... არ ვიცი ექსპერტებმა რა დაადგინეს და რა არა, თავს არაფრით არ მოიკლავდა, ძალადობის კვალიც აქვს, მგონი. ახლო ნათესავიც არტის, მაგასთან ერთად იჯდა ის ბიჭი... თქვენ ხომ იცით მაგათი ამბავი, აშინებენ ან რაღაცა, ისინიც ამბობენ, რომ თავი მოიკლაო. თავს არ მოიკლავდა. სამწელიწადნახევარი ციხეში იყო და თავი არ მოუკლავს და ახლა, 2-3 თვეში უნდა გამოსულიყო და ახლა მოიკლავდა? თან ვარაუდია ახლა ეს. ციხის თანამშრომლებმა თქვეს, რომ დილით ყავა დალია, მერე ტუალეტში შევიდა და რომ შეაგვიანდა და აღარ გამოვიდა, მივაკითხეთ, კარი დაკეტილი იყო, შევამტვრიეთო და ლურსმანზე იყო ჩამოკიდებული ამ კაპრონის ძაფით, - ამბობს ვალიდა გულედანი.

ამ დროისთვის პენიტენციურ სამსახურს პატიმრის გარდაცვალების შესახებ საჯარო ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უცნობია გარდაცვალების მიზეზიც.

ცოტა ხნის "პირველებს" იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა, რომ რუსთავის მე-17 დაწესებულებაში პატიმარი ნამდვილად გაირდაიცვალა. ამბობენ იმასაც, რომ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.