პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსთავის N17 ციხეში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს – დაწყებულია გამოძიება

ტვ პირველიიუსტიციის სამინისტროქართული ოცნება

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. იუსტიციის სამინისტრომ სუიციდის ფაქტი დაადასტურა და მომხდარზე გამოძიება დაიწყო. გარდაცვლილის მამიდას თვითმკვლელობის ვერსიაში ეჭვი შეაქვს, რადგან პატიმარს ციხის დატოვება რამდენიმე თვეში უწევდა.

რუსთავის N17 ციხეში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს – დაწყებულია გამოძიება
ნეტგაზეთი

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ტვ პირველმა“ გაავრცელა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ადასტურებენ სუიციდის ფაქტს. შემთხვევა პარასკევს, 2 ოქტომბერს მოხდა.

„ტვ პირველი“ ამბობს, რომ გარდაცვლილი 42 წლის კაცია. პატიმრის მამიდას, ვალიდა გულედანს ეჭვი შეაქვს თვითმკვლელობის ვერსიაში და აცხადებს, რომ კაცს ციხე რამდენიმე თვეში უნდა დაეტოვებინა:

„პარასკევს გასკდა ეს ამბავი, რომ დაღუპულია… იძახიან, რომ თავი მოიკლაო. […] თავს არაფრით არ მოიკლავდა. […] თავი არ უნდა მოეკლა, რატომ მოიკლავდა?! 3 წელიწად-ნახევარი ციხეში იყო და არ მოუკლია და ახლა 2-3 თვეში უნდა გამოსულიყო და ახლა მოიკლავდა თავს?“ – ამბობს „ტვ პირველთან“ მამიდა.

„ნეტგაზეთს“ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ პენიტენციური სამსახურის მიმართვის საფუძველზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რუსთავის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა - გამოძიება სუიციდის ფაქტზე დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები