პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები გაავრცელა და წაშლის სანაცვლოდ თანხა მოითხოვა – მარნეულში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მარნეულში შსს-მ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, რომელსაც ბრალად ედება თანასოფლელებისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის სოციალურ ქსელში გავრცელება და ფოტოების წაშლის სანაცვლოდ თანხის მოთხოვნა.

პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები გაავრცელა და წაშლის სანაცვლოდ თანხა მოითხოვა – მარნეულში ერთი პირი დააკავეს
ალია

გამოძალვის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში თანასოფლელებს, თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელა, ფოტოების წაშლის სანაცვლოდ კი გარკვეული ოდენობის თანხის ელექტრონულ ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვა.

მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 2 000 ლარამდე შეადგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძალვის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში თანასოფლელებს, თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელა, ფოტოების წაშლის სანაცვლოდ კი გარკვეული ოდენობის თანხის ელექტრონულ ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვა.

მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 2 000 ლარამდე შეადგინა.

სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოდაკავებულმა, თანასოფლელებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელა, წაშლის სანაცვლოდ კი თანხა მოსთხოვა - შსს
  2. ტაბულაოპოზიციური"თანასოფლელების პირად ფოტოებს ავრცელებდა, წაშლისთვის თანხას ითხოვდა" - კაცი შსს-მ დააკავა
  3. ბათუმელებიოპოზიციურითანასოფლელებს პირადი ცხოვრების ფოტომასალა გაუვრცელა და წაშლის სანაცვლოდ ფულს ითხოვდა – შსს
  4. TV პირველიოპოზიციურიპირადი ფოტოების გავრცელებისა და გამოძალვის საქმეში 10-ზე მეტი დაზარალებულია - ყველა მათგანი მამაკაცია | ახალი დეტალები
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით მარნეულში ორი პირი დააკავეს - შსსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები