ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

"თანასოფლელების პირად ფოტოებს ავრცელებდა, წაშლისთვის თანხას ითხოვდა" - კაცი შსს-მ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ მარნეულში გამოძალვის ბრალდებით დააკავა კაცი, რომელიც თანასოფლელებს პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს უვრცელებდა და წაშლის სანაცვლოდ ფულს ითხოვდა.

"თანასოფლელების პირად ფოტოებს ავრცელებდა, წაშლისთვის თანხას ითხოვდა" - კაცი შსს-მ დააკავა
"თანასოფლელების პირად ფოტოებს ავრცელებდა, წაშლისთვის თანხას ითხოვდა" - კაცი შსს-მ დააკავატაბულა

შსს-მ მარნეულში გამოძალვის ბრალდებით დააკავა კაცი, რომელიც უწყების ინფორმაციით, თანასოფლელებს პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს უვრცელებდა, წაშლის სანაცვლოდ კი მათგან ფულს ითხოვდა, რომელიც კონკრეტულ ანგარიშზე უნდა ჩაერიცხათ.

შსს-ს ინფორმაციით, კაცი წარსულშიც სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, თანასოფლელებს, თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელა, ფოტოების წაშლის სანაცვლოდ კი გარკვეული ოდენობის თანხის ელექტრონულ ანგარიშზე ჩარიცხვა მოითხოვა. მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 2 000 ლარამდე შეადგინა", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.