ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით მარნეულში ორი პირი დააკავეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მარნეულში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, რომლებმაც, შსს-ს ცნობით, თანასოფლელს საბანკო მონაცემები გამოართვეს, შემდეგ კი სიცოცხლის მოსპობის მუქარით 1 500 ლარი მოსთხოვეს.

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით მარნეულში ორი პირი დააკავეს - შსს
ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით მარნეულში ორი პირი დააკავეს - შსსრუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თანასოფლელს საბანკო ანგარიში გაახსნევინეს და ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის საჭირო ინფორმაციას დაეუფლნენ. მათ მამაკაცი დაარწმუნეს, რომ ანგარიშზე თანხები ჩაირიცხებოდა, საიდანაც გარკვეულ წილს მასაც მისცემდნენ.

მოგვიანებით ბრალდებულებმა მამაკაცს განუცხადეს, რომ თითქოს საბანკო ანგარიში გაუქმდა, რის შემდეგაც 1 500 ლარის გადახდა მოსთხოვეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დააკავეს 2 პირი, რომლებიც ნახევარ მილიონზე მეტს თაღლითურად დაუფლნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები