ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ნიკა გვარამია – ბიძინას ვინც ოდესმე ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე მისი ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა, გამეხარდება, არჩევნებს თუ არ დაელოდება და დიდი აქციების ორგანიზებაში მიიღებს მონაწილეობას

პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა წარსული არჩევნების და შეცდომების აღიარების თემას. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ბოდიშის მოხდას, მთავარია იმ ადამიანების აქტიური ჩართულობა, ვინც წარსულში ბიძინა ივანიშვილს ხმა მისცა, რათა მათვე მიიღონ მონაწილეობა მის ქვეყნიდან გაშვებასა და საპროტესტო აქციების ორგანიზებაში.

ნიკა გვარამია – ბიძინას ვინც ოდესმე ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე მისი ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა, გამეხარდება, არჩევნებს თუ არ დაელოდება და დიდი აქციების ორგანიზებაში მიიღებს მონაწილეობას
ნიკა გვარამია – ბიძინას ვინც ოდესმე ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე მისი ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა, გამეხარდება, არჩევნებს თუ არ დაელოდება და დიდი აქციების ორგანიზებაში მიიღებს მონაწილეობასპირველი არხი

ბიძინასთვის 2012-ში ხმის მიცემა რომ შეცდომა იყო, ამისი აღიარების მოთხოვნა რას იძლევა, არ მესმის. დარწმუნებული ვარ, კარგს არაფერს. მით უმეტეს, შეცდომისთვის ბოდიშის მოხდის მოთხოვნა. მოიხადა ვიღაცამ ბოდიში და ამით ან მე რა, ან ჩვენ, ან საქართველოს? ვინმეს ბოდიშის მოხდა თუ უნდა, მისი პირადი საქმეა. საერთოდაც, ბოდიშის თქმა ადამიანის პირადი საქმეა. ბოდიშის არ თქმაც. ის, ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

გვარამიას თქმით, ბოდიშით, თუ უამისოდ, საერთო საქმისთვის წარმატება იქნება, თუ ის ადამიანები, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილს ხმა მისცეს, ივანიშვილს ახლა ზუსტად იმ ხარისხით ავნებენ, როგორც 2012 წელს არგეს.

„გამეხარდება, არჩევნებს თუ არ დაელოდება (ვიცით უკვე, „მომინდება და გადავირჩევ“ რომ არ გამოუვიდა), არამედ დიდი აქციების ორგანიზებაში გულმხურვალე მონაწილეობას მიიღებს. მხოლოდ აქციაზე დადგომით თუ არ შემოიფარგლება და სხვასაც თუ მოიყვანს. მოკლედ, როგორც 2012-ში იქცეოდა, ისე მოიქცევა დღესაც.

პროტესტში მისი მონაწილეობა განსხვავდება ჩემისგან: ვიღაცას მისი უფრო სჯერა, ვიღაცისთვის მისი მაგალითი უფრო შთამბეჭდავია, ვიღაცისთვის მისი ქცევა უფრო გადამდებია.

ამიტომ, ბოდიშით, თუ უამისოდ, შეცდომის აღიარებით, თუ უამისოდ, ჩემთან „დამეგობრებით“, თუ უამისოდ, საერთო საქმისთვის წარმატება იქნება, თუ ბიძინას ზუსტად იმ ხარისხით ავნებს, როგორც 2012-ში არგო.

საერთოდაც, გინდა ნეგატიურად, გინდა პოზიტიურად წარსულზე მუდმივად ლაპარაკი გვაშორებს მომავალს და ხელს უწყობს სტატუსკვოს მუდმივობას.

და თუ ვინმეს არ ახსოვს, გავახსენებ: სტატუსკვო ქვეყნისთვის დამღუპველია და მას ბიძინა ივანიშვილი ქვია“, – წერს ნიკა გვარამია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამეხარდება, არჩევნებს თუ არ დაელოდება (ვიცით უკვე, „მომინდება და გადავირჩევ“ რომ არ გამოუვიდა), არამედ დიდი აქციების ორგანიზებაში გულმხურვალე მონაწილეობას მიიღებს. მხოლოდ აქციაზე დადგომით თუ არ შემოიფარგლება და სხვასაც თუ მოიყვანს. მოკლედ, როგორც 2012-ში იქცეოდა, ისე მოიქცევა დღესაც. პროტესტში მისი მონაწილეობა განსხვავდება ჩემისგან: ვიღაცას მისი უფრო სჯერა, ვიღაცისთვის მისი მაგალითი უფრო შთამბეჭდავია, ვიღაცისთვის მისი ქცევა უფრო გადამდებია. ამიტომ, ბოდიშით, თუ უამისოდ, შეცდომის აღიარებით, თუ უამისოდ, ჩემთან „დამეგობრებით“, თუ უამისოდ, საერთო საქმისთვის წარმატება იქნება, თუ ბიძინას ზუსტად იმ ხარისხით ავნებს, როგორც 2012-ში არგო. საერთოდაც, გინდა ნეგატიურად, გინდა პოზიტიურად წარსულზე მუდმივად ლაპარაკი გვაშორებს მომავალს და ხელს უწყობს სტატუსკვოს მუდმივობას. და თუ ვინმეს არ ახსოვს, გავახსენებ: სტატუსკვო ქვეყნისთვის დამღუპველია და მას ბიძინა ივანიშვილი ქვია“
ნიკა გვარამია
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.