ნიკა გვარამია – ეს აქცია არის ახალი ტალღის დასაწყისი, მნიშვნელოვანია, ვიყოთ ბევრნი, რათა ქარმა ვერ მოახერხოს ცეცხლის ჩაქრობა, ცეცხლი როცა პატარაა, ქარი მას მარტივად აქრობს
ნიკა გვარამიას განცხადებით, თსუ-სთან გამართული აქცია პროტესტის ახალი ტალღის დასაწყისია და ქვეყანას ევროპული მომავალი არ ექნება მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების მიმტაცებელია. ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციის შემდეგ მსვლელობა რუსთაველისკენ დაიგეგმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თსუ-ს პირველ კორპუსთან აქციას მართავენ.
აქციის სახელწოდებაა „საქართველო ივანიშვილის გარეშე“.
როგორც პარტია „ახლის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, დღევანდელი აქცია არის ახალი ტალღის დასაწყისი.
„პროტესტი, ცხადია, დღეს არ იწყება, იგი დაიწყო ორი წლის წინ, 26-ში, ანუ ხვალინდელ დღეს, უბრალოდ ორშაბათი იყო, კვირას უფრო მოსახერხებელია ყველასთვის და გადმოვიტანეთ. მთავარი ისაა, რომ ეს აქცია არის ახალი ტალღის დასაწყისი და არა პროტესტის დასაწყისი. ამ ტალღას, ბევრი ადამიანის აზრით და ჩემი აზრითაც, ჰქვია „საქართველო ივანიშვილის გარეშე“. კი, ყველაფერს აქვს არსებობის უფლება, ყველაფერი სწორია, ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთესს ნამდვილად. ჩვენ მივდივართ ევროპაში, მაგრამ არაფერი გვექნება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებელი. ამიტომ „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, ვიწყებთ დღეს და კულმინაცია აუცილებლად გვჭირდება, 28 ნოემბერი იქნება ეს თუ შემდეგი დღეები, მნიშვნელოვანია, რომ 28-ში ბევრნი ვიყოთ და, საერთოდაც, უკვე მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ძალიან ბევრნი, რათა ქარმა ვერ მოახერხოს ცეცხლის ჩაქრობა. ეს ცნობილი სახეა ქარის და ცეცხლის. ცეცხლი როცა პატარაა, ქარი მას მარტივად აქრობს, როცა ცეცხლი დიდია, პირიქით, ის ქარით ძლიერდება. ამიტომ ბევრი უნდა ვიყოთ. ჩვენ ყოველთვის დასაწყისისთვის გვჭირდება ერთმანეთის დანახვა, დაჯერება, რომ ჩვენ შეგვიძლია. დაჯერება, რომ მიუხედავად დაღლილობისა, წინააღმდეგობისა, რომელიც არის, ჩვენ არა თუ ვუძლებთ, არამედ ვძლიერდებით. ახლა არ არის დრო იმის თქმისთვის, რომ ვუძლებთ, ახლაა დროა ვთქვათ, რომ ვძლიერდებით. ერთ თავს მოგვჭრიან, ათი ამოვა, ყოველდღიურად უფრო მეტნი უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროს მიმართულებით მსვლელობას გამართავენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„პროტესტი, ცხადია, დღეს არ იწყება, იგი დაიწყო ორი წლის წინ, 26-ში, ანუ ხვალინდელ დღეს, უბრალოდ ორშაბათი იყო, კვირას უფრო მოსახერხებელია ყველასთვის და გადმოვიტანეთ. მთავარი ისაა, რომ ეს აქცია არის ახალი ტალღის დასაწყისი და არა პროტესტის დასაწყისი. ამ ტალღას, ბევრი ადამიანის აზრით და ჩემი აზრითაც, ჰქვია „საქართველო ივანიშვილის გარეშე“. კი, ყველაფერს აქვს არსებობის უფლება, ყველაფერი სწორია, ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთესს ნამდვილად. ჩვენ მივდივართ ევროპაში, მაგრამ არაფერი გვექნება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებელი. ამიტომ „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, ვიწყებთ დღეს და კულმინაცია აუცილებლად გვჭირდება, 28 ნოემბერი იქნება ეს თუ შემდეგი დღეები, მნიშვნელოვანია, რომ 28-ში ბევრნი ვიყოთ და, საერთოდაც, უკვე მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ძალიან ბევრნი, რათა ქარმა ვერ მოახერხოს ცეცხლის ჩაქრობა. ეს ცნობილი სახეა ქარის და ცეცხლის. ცეცხლი როცა პატარაა, ქარი მას მარტივად აქრობს, როცა ცეცხლი დიდია, პირიქით, ის ქარით ძლიერდება. ამიტომ ბევრი უნდა ვიყოთ. ჩვენ ყოველთვის დასაწყისისთვის გვჭირდება ერთმანეთის დანახვა, დაჯერება, რომ ჩვენ შეგვიძლია. დაჯერება, რომ მიუხედავად დაღლილობისა, წინააღმდეგობისა, რომელიც არის, ჩვენ არა თუ ვუძლებთ, არამედ ვძლიერდებით. ახლა არ არის დრო იმის თქმისთვის, რომ ვუძლებთ, ახლაა დროა ვთქვათ, რომ ვძლიერდებით. ერთ თავს მოგვჭრიან, ათი ამოვა, ყოველდღიურად უფრო მეტნი უნდა ვიყოთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…