ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია – ყველგან უნდა მოვიგოთ ყველაფერი, მცირეც, დიდიც, გამარჯვებების გემო უნდა დავიბრუნოთ

პარტია „ახლის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ მხოლოდ გამძლეობა საკმარისი აღარ არის და საჭიროა ქუჩების დაკავება, ყველა ბრძოლის მოგება და მეტი ადამიანის ჩართვა, რათა მიზანს – „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – მიაღწიონ.

ნიკა გვარამია – ყველგან უნდა მოვიგოთ ყველაფერი, მცირეც, დიდიც, გამარჯვებების გემო უნდა დავიბრუნოთ
ნიკა გვარამია – ყველგან უნდა მოვიგოთ ყველაფერი, მცირეც, დიდიც, გამარჯვებების გემო უნდა დავიბრუნოთპირველი არხი

ეს დღე, განსაკუთრებით კი 28 ნოემბერი, არის ყველა ჩვენთაგანის მარცხის დღე, ვიდრე ივანიშვილი არის აქ. ყველა ჩვენგანის მარცხია ევროკავშირის გადადება, ჩვენი შვილების ნათელი მომავლის გადავადება უსასრულოდ, ჩვენი ისტორიული წინაპრების მარცხია ივანიშვილი ამ მიწაზე, მიტაცებული საქართველოს ხელისუფლება, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გვარამიას თქმით, მხოლოდ გამძლეობა აღარ არის საკმარისი, არამედ საჭიროა ბევრი ადამიანი პროტესტში.

„ვიდრე არ ვიქნებით ბევრნი, მხოლოდ გამძლეობა, მხოლოდ ის, რომ ჩვენ გავუძელით, მაგრები ვართ, ქვა და რკინასავით ვართ, აღარ არის საკმარისი – რაც მეტს გვიტევენ, მით უარესად ვპასუხობთ, ახლა მოვიდა ამისი დრო, რადგან მთავარია საქართველო ივანიშვილის გარეშე. ვიბრძოლებთ ყველა მიკრო ბრძოლას და მოვიგებთ ყველა მიკრო ბრძოლას. სასამართლოს დარბაზში, ქუჩებში, ტელევიზიებში, სადაც მიგვიშვებენ, სადაც ვიქნებით, ყველგან უნდა მოვიგოთ ყველაფერი, მცირეც, დიდიც, მნიშვნელოვანიც, ნაკლებად მნიშვნელოვანიც, გამარჯვებების გემო უნდა დავიბრუნოთ. ამისთვის უნდა ვიყოთ მაგრები, ვიაროთ წინ, უკან მოუხედავად და უნდა ვიყოთ ბევრნი, გავავსოთ ყველა სივრცე, დავიკავოთ ქუჩები, მოედნები, ვიბრძოლოთ ბოლომდე, რადგან ახლა იწყება ეტაპი, რომლის მთავარი ღერძი და შინაარსია – საქართველო ივანიშვილის გარეშე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვიდრე არ ვიქნებით ბევრნი, მხოლოდ გამძლეობა, მხოლოდ ის, რომ ჩვენ გავუძელით, მაგრები ვართ, ქვა და რკინასავით ვართ, აღარ არის საკმარისი – რაც მეტს გვიტევენ, მით უარესად ვპასუხობთ, ახლა მოვიდა ამისი დრო, რადგან მთავარია საქართველო ივანიშვილის გარეშე. ვიბრძოლებთ ყველა მიკრო ბრძოლას და მოვიგებთ ყველა მიკრო ბრძოლას. სასამართლოს დარბაზში, ქუჩებში, ტელევიზიებში, სადაც მიგვიშვებენ, სადაც ვიქნებით, ყველგან უნდა მოვიგოთ ყველაფერი, მცირეც, დიდიც, მნიშვნელოვანიც, ნაკლებად მნიშვნელოვანიც, გამარჯვებების გემო უნდა დავიბრუნოთ. ამისთვის უნდა ვიყოთ მაგრები, ვიაროთ წინ, უკან მოუხედავად და უნდა ვიყოთ ბევრნი, გავავსოთ ყველა სივრცე, დავიკავოთ ქუჩები, მოედნები, ვიბრძოლოთ ბოლომდე, რადგან ახლა იწყება ეტაპი, რომლის მთავარი ღერძი და შინაარსია – საქართველო ივანიშვილის გარეშე“
ნიკა გვარამია
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია – ეს აქცია არის ახალი ტალღის დასაწყისი, მნიშვნელოვანია, ვიყოთ ბევრნი, რათა ქარმა ვერ მოახერხოს ცეცხლის ჩაქრობა, ცეცხლი როცა პატარაა, ქარი მას მარტივად აქრობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები