პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე ALDE-ს ინიციატივაზე: სანქციებს ჩალის ფასი აქვს, ეფექტი ექნება ნული

ქართული ოცნება

თბილისის მერმა კახა კალაძემ უპასუხა ALDE-სა და „ევროპული ლიბერალური ფორუმის“ მიმართვას ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ და განაცხადა, რომ სანქციებს „ჩალის ფასი აქვს“ და მათ არანაირი ეფექტი არ ექნება.

კახა კალაძე ALDE-ს ინიციატივაზე: სანქციებს ჩალის ფასი აქვს, ეფექტი ექნება ნული
რუსთავი 2

"ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე და გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესს დაიცავს", - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე "ევროპელ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის" (ALDE) და "ევროპული ლიბერალური ფორუმის" ერთობლივ მიმართვას, სადაც ისინი "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესებას ითხოვენ.

მისი თქმით, შესაძლო სანქციების ახალ პაკეტს არანაირი ეფექტი არ ექნება.

"ეფექტი ექნება ნული. სანქციებს ჩალის ფასი აქვს. როდესაც შენ გაქვს არასამართლიანი დამოკიდებულება კონკრეტულ ქვეყნებთან, კონკრეტულ მთავრობებთან იმ მიზნით, რომ იქ შენი აგენტურა მოვიდეს ხელისუფლებაში, დამერწმუნეთ, რომ შანსი ნული გაქვს.

ჩვენთვის მთავარია, რომ ვიმოქმედოთ ისე და გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც, პირველ რიგში, ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესს დაიცავს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიკალაძე ამტკიცებს, რომ ALDE Party-ის წერილს "ჩალის ფასი აქვს"
  2. ფორმულაოპოზიციურიკახა კალაძე ALDE-ს წერილზე: ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით?
  3. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე „ალდეს“ ინიციატივაზე – სანქციებს ჩალის ფასი აქვს, ეფექტი ექნება ნული
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე და გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესს დაიცავს“
კახა კალაძე
„ეფექტი ექნება ნული. სანქციებს ჩალის ფასი აქვს. როდესაც შენ გაქვს არასამართლიანი დამოკიდებულება კონკრეტულ ქვეყნებთან, კონკრეტულ მთავრობებთან იმ მიზნით, რომ იქ შენი აგენტურა მოვიდეს ხელისუფლებაში, დამერწმუნეთ, რომ შანსი ნული გაქვს. ჩვენთვის მთავარია, რომ ვიმოქმედოთ ისე და გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც, პირველ რიგში, ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესს დაიცავს“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ALDE საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების დასანქცირებას​ ითხოვს - "ქართული ოცნება" ალიანსს უსაფუძვლო კრიტიკასა და ზეწოლაში ადანაშაულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები