პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე ALDE-ს წერილზე: ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით?

ქართული ოცნება

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ეფექტი არ მქონედ შეоფასა ALDE-ს მოწოდება ევროკავშირისადმი, დაუწესოს სანქციები საქართველოს რეპრესიებსა და დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელ პირებს.

კახა კალაძე ALDE-ს წერილზე: ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით?
ფორმულა

ეფექტი ექნება ნული! ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით? - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, "ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების: გაერთიანების, ALDE Party-ის მოწოდებას ევროკავშირის მიმართ მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი.

"ეფექტი ექნება ნული! ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით? როდესაც შენ გაქვს არასამართლიანი დამოკიდებულება კონკრეტულ ქვეყნებთან და მთავრობებთან იმ მიზნით, რომ იქ შენი აგენტურა მოვიდეს ხელისუფლებაში, მერწმუნეთ, რომ შანსი აქვთ ნული. ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება. ჩვენთვის მთავარია, რომ გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც პირველ რიგში, ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესს დაიცვას - ეს არის მთავარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ - ALDE Party მოუწოდებს ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიკალაძე ამტკიცებს, რომ ALDE Party-ის წერილს "ჩალის ფასი აქვს"
  2. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე ALDE-ს ინიციატივაზე: სანქციებს ჩალის ფასი აქვს, ეფექტი ექნება ნული
  3. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე „ალდეს“ ინიციატივაზე – სანქციებს ჩალის ფასი აქვს, ეფექტი ექნება ნული
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეფექტი ექნება ნული! ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით? როდესაც შენ გაქვს არასამართლიანი დამოკიდებულება კონკრეტულ ქვეყნებთან და მთავრობებთან იმ მიზნით, რომ იქ შენი აგენტურა მოვიდეს ხელისუფლებაში, მერწმუნეთ, რომ შანსი აქვთ ნული. ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება. ჩვენთვის მთავარია, რომ გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც პირველ რიგში, ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესს დაიცვას - ეს არის მთავარი“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ALDE საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების დასანქცირებას​ ითხოვს - "ქართული ოცნება" ალიანსს უსაფუძვლო კრიტიკასა და ზეწოლაში ადანაშაულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები