პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კონკურენციის სააგენტო ფასების შემცირებაზე საუბრობს - რას ამბობს ხალხი

საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განცხადებით, სექტემბერში სასურსათო კალათა გაიაფდა, თუმცა გამოკითხული მოქალაქეები და პენსიონერები ამტკიცებენ, რომ ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილია და პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენაც კი უჭირთ.

კონკურენციის სააგენტო ფასების შემცირებაზე საუბრობს - რას ამბობს ხალხი
TV პირველი

იმ ფონზე, როცა კონკურენციისა სააგენტო აცხადებს, რომ სექტემბერში სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათა გაიაფდა, მოქალაქეები საპირისპიროზე საუბრობენ. გამოკითხულები ამბობენ, რომ ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, შემოსავალი მხოლოდ აუცილებელი პროდუქტებისთვის ჰყოფნით, ხორცისა და თევზის შეძენას კი ბევრი მათგანი ვეღარ ახერხებს.

მომატებულია ფასები ძალიან. აი, ვერ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, რომ ვიყიდო ის, რაც მინდა. რაც ძალიან აუცილებელია, იმას ვყიდულობ, მეშინია მაღაზიაში შესვლა. ხორცს ვერ ვყიდულობ, შეიძლება ძალიან იშვიათად ქათმის ცალკე ნაჭრები რომ იყიდება, ეგენი ვიყიდო. ძროხის ხორცს ვერ ვყიდულობ, მენატრება, მაგრამ ვერ ვყიდულობ, - ამბობს მოქალაქე.

შევედი ბაზარში, ვერაფერი ვიყიდე და უკან გამოვედი. ხორცზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია, თევზზეც, საშინელი ფასებია, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.

პენსიონერები ვართ, მაგრამ სულყუველაფერი ძვირია. იაფი არაფერი არ არის, - ამბობს ხალხი.

ხალხი კატასტროფის ზღვარზეა მიყვანილი უკვე. ეს არ შეიძლება, მთავრობისგანე ს არ უნდა ხდებოდეს. ჯერ ერთი პენსია, მაგთ ნამუსი აქვთ 20 ლარს რომ უმატებენ პენსიონერებს?, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.

გაძვირებულია ყველაფერი, ძალიან ძნელია ცხოვრება. თუ არ მუშაობ, პენსიონერი კაცი ძნელად იცხოვრებს, - ამბობს მოქალაქე.

საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ამტკიცებს, რომ მთავრობის შექმნილი პორტალი ekalata.gov.ge-ის მიხედვით, რომელიც მარკეტების ფასებს აღრიცხავს, პროდუქტები სექტემბერში გაიაფდა.

სააგენტო ირწმუნება, რომ სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ღირებულება თვის დასაწყისში 37.45 ლარს შეადგენდა, ხოლო თვის ბოლოს 35.82 ლარამდე შემცირდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიკონკურენციის სააგენტო ამტკიცებს, რომ მთავრობის შექმნილი პორტალის მიხედვით, პროდუქტები სექტემბერში გაიაფდა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო - სექტემბრის დასაწყისში ekalata.gov.ge-ზე სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ღირებულება 37.45 ლარს შეადგენდა, რაც თვის ბოლოს 35.82 ლარამდე შემცირდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები