ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

კონკურენციის სააგენტო ამტკიცებს, რომ მთავრობის შექმნილი პორტალის მიხედვით, პროდუქტები სექტემბერში გაიაფდა

საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სამთავრობო პორტალ ekalata.gov.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით, სექტემბერში სასურსათო და არასასურსათო პროდუქტების საბაზისო კალათების ღირებულება შემცირდა.

კონკურენციის სააგენტო ამტკიცებს, რომ მთავრობის შექმნილი პორტალის მიხედვით, პროდუქტები სექტემბერში გაიაფდა
კონკურენციის სააგენტო ამტკიცებს, რომ მთავრობის შექმნილი პორტალის მიხედვით, პროდუქტები სექტემბერში გაიაფდაTV პირველი

საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ამტკიცებს, რომ მთავრობის შექმნილი პორტალი ekalata.gov.ge-ის მიხედვით, რომელიც მარკეტების ფასებს აღრიცხავს, პროდუქტები სექტემბერში გაიაფდა.

სააგენტო ირწმუნება, რომ სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ღირებულება თვის დასაწყისში 37.45 ლარს შეადგენდა, ხოლო თვის ბოლოს 35.82 ლარამდე შემცირდა.

მათივე განცხადებით, კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 29-30 სექტემბერს დაფიქსირდა.

www.ekalata.gov.ge - სექტემბრის თვის ფასების დინამიკა სექტემბრის განმავლობაში www.ekalata.gov.ge-ზე წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათისა და 10 პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დინამიკურად იცვლებოდა. სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ღირებულება თვის დასაწყისში 37.45 ლარს შეადგენდა, ხოლო თვის ბოლოს 35.82 ლარამდე შემცირდა.

კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 29-30 სექტემბერს დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტებისგან შემდგარ კალათას, მისი ყველაზე დაბალი ღირებულება 10 სექტემბერს დაფიქსირდა და 25.57 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს კალათის ღირებულება 26.17 ლარი იყო. საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი საინფორმაციო პორტალი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა. სექტემბრის დასაწყისთან შედარებით, თვის ბოლოს 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 5.3%-ით შემცირდა, ხოლო 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება - 4.4%-ით.

www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს ყოველდღიურად აძლევს შესაძლებლობას, შეადარონ ფასები წამყვან სავაჭრო ქსელებში, შექმნან ინდივიდუალური კალათა და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი. პლატფორმას დაემატა მაღაზიების გეოლოკაციის ფუნქციონალიც, რომელიც მომხმარებლებს უახლოესი ქსელის ფილიალის მარტივად მოძიების შესაძლებლობას აძლევს. პორტალზე ამ დროისათვის 16 სავაჭრო ქსელია წარმოდგენილი: „აგროჰაბი“, „ამბარი“, „კარფური“, „დეილი“, „გუდვილი“, „გვირილა“, „კალათა“, „ლიბრე“, „მაგნიტი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „სპარი“, „უნივერსამი“, „ზღაპარი“ „სუფთა სახლი" და „ევროპროდუქტი".", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.