ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

www.ekalata.gov.ge - სექტემბრის თვის ფასების დინამიკა

სექტემბრის განმავლობაში www.ekalata.gov.ge-ზე წარმოდგენილი სასურსათო და არასასურსათო პროდუქტების კალათების ღირებულება დინამიკურად იცვლებოდა. თვის ბოლოსთვის სასურსათო კალათის ფასმა 35.82 ლარი შეადგინა, ხოლო არასასურსათო პროდუქტების კალათის ღირებულება 26.17 ლარი იყო. პორტალზე ამჟამად 16 სავაჭრო ქსელია წარმოდგენილი.

www.ekalata.gov.ge - სექტემბრის თვის ფასების დინამიკა
www.ekalata.gov.ge - სექტემბრის თვის ფასების დინამიკარუსთავი 2

სექტემბრის განმავლობაში www.ekalata.gov.ge-ზე წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათისა და 10 პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დინამიკურად იცვლებოდა.

სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ღირებულება თვის დასაწყისში 37.45 ლარს შეადგენდა, ხოლო თვის ბოლოს 35.82 ლარამდე შემცირდა. კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 29-30 სექტემბერს დაფიქსირდა.

რაც შეეხება პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტებისგან შემდგარ კალათას, მისი ყველაზე დაბალი ღირებულება 10 სექტემბერს დაფიქსირდა და 25.57 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს კალათის ღირებულება 26.17 ლარი იყო.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი საინფორმაციო პორტალი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა. სექტემბრის დასაწყისთან შედარებით, თვის ბოლოს 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 5.3%-ით შემცირდა, ხოლო 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება - 4.4%-ით.

www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს ყოველდღიურად აძლევს შესაძლებლობას, შეადარონ ფასები წამყვან სავაჭრო ქსელებში, შექმნან ინდივიდუალური კალათა და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.

პლატფორმას დაემატა მაღაზიების გეოლოკაციის ფუნქციონალიც, რომელიც მომხმარებლებს უახლოესი ქსელის ფილიალის მარტივად მოძიების შესაძლებლობას აძლევს. პორტალზე ამ დროისათვის 16 სავაჭრო ქსელია წარმოდგენილი: „აგროჰაბი“, „ამბარი“, „კარფური“, „დეილი“, „გუდვილი“, „გვირილა“, „კალათა“, „ლიბრე“, „მაგნიტი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „სპარი“, „უნივერსამი“, „ზღაპარი“ „სუფთა სახლი" და „ევროპროდუქტი".

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.