ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვიწყებთ ბრძოლას, რომელსაც "თეთრი ხელთათმანები" ჰქვია - გიორგი დავითაძის ოჯახი

ქართული ოცნება

პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი გამოძიების გაჭიანურებას აპროტესტებს და ხელისუფლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის საქმეზე რეაგირებას ითხოვს. ოჯახის წევრები საჯარო ბრძოლას და კამპანიას სახელწოდებით „თეთრი ხელთათმანები“ იწყებენ.

ვიწყებთ ბრძოლას, რომელსაც "თეთრი ხელთათმანები" ჰქვია - გიორგი დავითაძის ოჯახი
ვიწყებთ ბრძოლას, რომელსაც "თეთრი ხელთათმანები" ჰქვია - გიორგი დავითაძის ოჯახიTV პირველი

„ვიწყებთ ბრძოლას, რომელსაც თეთრი ხელთათმანები ჰქვია“ - გიორგი დავითაძის ოჯახი გამოძიების მიმდინარეობას და „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ოჯახი ხელისუფლებას პატიმრის მიმართ შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიების გაჭიანურებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ციხეებში არსებულ ვითარებაზე საჯარო ბრძოლას იწყებს.

გიორგი დავითაძის ოჯახი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში საქმის ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ, რადგან, მათი თქმით, თავად სისტემაა ამ სისასტიკის შემოქმედი.

ღიმილისმომგვრელია. ახლა კირცხალიას ორი აგური უნდა ეჭიროს ხელში, ერთი აქედან, მეორე იქიდან, რომ თავში ირტყას, რომ რა დონემდე მიიყვანეს ეს ქვეყანა. რატომ არ ითხოვთ დღემდე, რომ გამოუძიებელია ეგ საქმე? რა უნდა 9-10 ბადრაგის დაკითხვას?! კადრები გაქვს, ყველაფერი გაქვს, ახლა რა ხდება? იგივე არ მეორდება?! თუ ცოცხი არ არის, თითი ხომ არის?! რა უნდაოდა ჩემს შვილთან, ის, პირველი რომ შედის იქ? მოჭრილი კადრები რომ აჩვენეს! ამით უნდა პატარიძეს, ჩამოირეცხოს ის ჩირქი?! ამით უნდა ამ ხელისუფლებას, ჩამოირეცხოს ეს სიბინძურე?!

შენ ის კაცი ხარ, რომელმაც კაცმაც, ნაცვლად იმისა, რომ პატიმრების უფლებები დაიცვა და პატიმრების ღირსებას პატივი სცე, ციხის ჯალათები, პირიუქით, შეაქე და მადლობა გადაუხადე. ვის აშავებ? მე მაშავებ? იმიტომ, რომ ჩემი შვილი მოიქცა ვაჟკაცურად და ეს სიბინძურე გამოიტანა სააშკარაოზე?! ეს მოგეწვათ? ჯერ სად ხართ!, - ამბობს ავთო დავითაძე.

გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე კი ამბობს, რომ ციხეებშ პროტესტი უკვე დაწყებულია.

შემთხვევით მოხვედრილი და პარლამენტარი ახლა, ამჟამინდელი, რომელიც არსად არ იყო და არავინ არ იყო, დღეს ცინიკურად, დამცინავად გვპასუხობს. ციხეებში დაწყებულია ბუნტი, თქვენ გუშინ ჩაახშეთ ეს ბუნტი, გადაიყვანეთ პატიმრები ყველანი, მე-6 ციხე იყო გადაყვანილი 16 პენიტენციურ დაწესებულებაში, დანარჩენი პატიმარი გადაყვანილი იყო დეესკალაციაში, რომ დაგემალათ, შეგეშინდათ, რომ იქ მისულ ხალხს არ გამოხმაურებულიყვნენ პატიმრები. ეს ყველაფერი დროებითია. ჰოდა, იცოდეთ, დღეს თუ არა, ხვალ აგიფეთქდებათ ეგ ციხეები. ვიწყებთ ბრძოლას და ამ ბრძოლას ჰქვია სახელად "თეთრი ხელთათმანები". ახლა დამელოდეთ, ქოცების ვაი ლიდერებო და ხელთათმანებით მოვალთ თქვენთან, ყველასთან ოჯახებში მოგაკითხავთ, - ამბობს ირმა დავითაძე.

ახალგაზრდა პატიმარმა რუსთავის ციხეში მის მიმართ შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მოსამართლის წინაშე ისაუბრა. ამის შემდეგ დავითაძის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთი განცხადება გააკეთეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვიწყებთ ბრძოლას, რომელსაც თეთრი ხელთათმანები ჰქვია“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.