პატიმარ გიორგი დავითაძის დედა "ოცნების" ოფისთან თეთრი ხელთათმანით მივიდა
პატიმარ გიორგი დავითაძის დედა ირმა დავითაძე „ქართული ოცნების“ ოფისთან თეთრი ხელთათმანით მივიდა და ბიძინა ივანიშვილისგან ციხის იმ ბადრაგების დასჯა მოითხოვა, რომლებსაც მისი შვილი ძალადობაში ადანაშაულებს.

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე "ოცნების" ცენტრალურ ოფისთან თეთრი ხელთათმანით მივიდა.
"ეს ხელთათმანია ქართული ოცნების სახე" - თქვა ირმა დავითაძემ.
პატიმრის დედამ მიმართა ბიძინა ივანიშვილსაც, რომელიც ამ წუთებში გორგასლის ოფისში იმყოფება და მისგან ციხის იმ ბადრაგების დასჯა მოითხოვა, რომელსაც გიორგი დავითაძე ძალადობაშია დანაშაულებს.
ეს ხელთათმანია ქართული ოცნების სახე. მე მინდა რომ დაუყოვნებლივ იქნას დასჯილი, ვინც ციხეში წამებას და არააადამიანურ მოპყრობას ახორციელებს. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეოაბს, იმედს ვიტოვებ, მათ ეყოფათ გონიერება და ხალხის ხმას მოისმენენ ერთხელ და სამუდამოდ", - განაცხადა ირმა დავითაძემ.
ციტატები სტატიიდან
„ეს ხელთათმანია ქართული ოცნების სახე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.