ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სავარაუდო გაუპატიურება ციხეში - "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ მისი შვილის საკითხზე თეა წულუკიანი არ შეხვდათ

იუსტიციის სამინისტრო

„ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის განცხადებით, მისი პატიმარი შვილი რუსთავის მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. დავითაძე ამბობს, რომ შვილის საკითხზე ყოფილ თანაგუნდელებს, მათ შორის თეა წულუკიანს შეხვედრა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. თავის მხრივ, პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეომასალა გაავრცელა და პატიმრის ბრალდება უარყო.

სავარაუდო გაუპატიურება ციხეში - "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ მისი შვილის საკითხზე თეა წულუკიანი არ შეხვდათ
სავარაუდო გაუპატიურება ციხეში - "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ მისი შვილის საკითხზე თეა წულუკიანი არ შეხვდათTV პირველი

"იზეიმეთ უსამართლობა, სანამ სანამ ქართველი ხალხი თავზე არ დაგამხობთ ამ ხელისუფლებას" - ამ სიტყვებით მიმართავს ყოფილ თანაგუნდელებს "ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ავთანდილ დავითაძე, რომლის პატიმარი შვილი რუსთავის მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

დავითაძე ამბობს, რომ მისი შვილის საკითხზე თანაგუნდელებს შეხვედრა და საუბარი სთხოვა, როგორც მან ისე მისმა მეუღლემ, თუმცა არცერთი მათგანი არ შეხვდა.

"თეა წულუკიანმა ისიც კი მოიმიზეზა, ახლა გაციებული ვარო" - ამბობს პატიმარ გიორგი დავითაძის მამა.

არცერთი არ გამომეხმაურა, არ შემხვდა. თეა წულუკიანმა ისიც კი მოიმიზეზა, ახლა გაციებული ვარ და შემდეგ ჩემი თანაშემწე შეგეხმიანებათო გიორგის გამწარებულ დედას ეუბნება ტელეფონში. მე რა მაკვირვებს იცით, ნუთუ ასე დახამებულები იყვნენ სკამებზე, რომ ამ სკამებზე, საერთოდ ადამიანობა კი არა სახეც კი დააკარგვინა მათ. ახლა ვეკითხები იმ დეპუტატებს და იმ ყოფილ თანამებრძოლებს, მოგწონთ, რა ძალადობრივი სისტემაც თქვენ შექმენიით და რაც ხდება პროკურატურაში და სასამართლოში? იზეიმეთ, დღეიდანაც იზეიმეთ ამ უსამართლობით, სანამ ქართველი ხალხი თავზე არ დაგამხობთ ამ ხელისუფლებას", - ამბობს ავთანდილ დავითაძე.

რა მოხდა რუსთავის ციხეში - პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.

კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.

შეგახსნებეთ, რომ პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.

პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს - ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იზეიმეთ უსამართლობა, სანამ სანამ ქართველი ხალხი თავზე არ დაგამხობთ ამ ხელისუფლებას“
ავთანდილ დავითაძე
„თეა წულუკიანმა ისიც კი მოიმიზეზა, ახლა გაციებული ვარო“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.