ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ. ისინი პატიმართან დაკავშირებული ძალადობის კადრების სრულად გასაჯაროებას ითხოვენ.

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ
რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენალია

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ.

ისინი დავითაძეზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ და ითხოვენ, სრულად გასაჯაროვდეს კადრები, სადაც მათივე განმარტებით, მსჯავრდებულზე ძალადობაა ასახული.

გიორგი დავითაძის დედის, ირმა დავითაძის განცხადებით, ბადრაგები, რომლებიც, მისივე თქმით, პატიმრებზე ძალადობენ, უნდა დაისაჯონ.

„მოძალადე ტრაპაიძე თავისი არაკაცი, პატარა კაცებით, რომლებიც შეკრებილი ჰყავს, ძალადობენ პატიმრებზე და ამას არ ვაპატიებ. პასუხი უნდა აგონ ამ ყველაფერზე. 9-წლიანი სისხლიანი ჯალათები ჩაანაცვლეს ამათ და მათი სახელი არის ფეკალიებზე მდევარი მოძალადე ჯალათები. ქათმებიც თქვენ ხართ, არაკაცებიც თქვენ ხართ“,- განაცხადა ირმა დავითაძემ.

რაც შეეხება პენიტენციური დაწესებულების მიერ უკვე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, სადაც უწყების განმარტებით, დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის ყოფნაა ასახული, ირმა დავითაძე ამბობს, რომ ეს კადრები მომხდარს სრულად არ ასახავს.

„2-3 წამიანი კადრი აჩვენეს, იქაც, ვისაც უნდა დაინახოს, რა ხდება იქ, მშვენივრად დაინახავს. ეს 10 ჯალათი შემოეხვია წაქცეულ, საწოლზე გადაყუდებულ გიორგის, გადაუგრიხეს ყველაფერი. ჩანს ხელების მოძრაობებიც, რაც ჩაიდინეს, დანარჩენმა ჯალათებმა კედელი აღუმართეს, რომ ეს კარგად ხილვადი არ ყოფილიყო. მაგის გარდა 5 ფაილია, რუსთავის პროკურატურა ვალდებული იყო ეს ჩემთვის ეჩვენებინა. ზოგ ქოცს არ უნდა ამის დაჯერება და თურმე ჩვენ ასეთი რამ მოვიგონეთ ჩვენს თავზე გაასაჯაროონ კადრები ხმოვანი სახით“,- განაცხადა ირმა დავითაძემ

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოძალადე ტრაპაიძე თავისი არაკაცი, პატარა კაცებით, რომლებიც შეკრებილი ჰყავს, ძალადობენ პატიმრებზე და ამას არ ვაპატიებ. პასუხი უნდა აგონ ამ ყველაფერზე. 9-წლიანი სისხლიანი ჯალათები ჩაანაცვლეს ამათ და მათი სახელი არის ფეკალიებზე მდევარი მოძალადე ჯალათები. ქათმებიც თქვენ ხართ, არაკაცებიც თქვენ ხართ“
ირმა დავითაძე
„2-3 წამიანი კადრი აჩვენეს, იქაც, ვისაც უნდა დაინახოს, რა ხდება იქ, მშვენივრად დაინახავს. ეს 10 ჯალათი შემოეხვია წაქცეულ, საწოლზე გადაყუდებულ გიორგის, გადაუგრიხეს ყველაფერი. ჩანს ხელების მოძრაობებიც, რაც ჩაიდინეს, დანარჩენმა ჯალათებმა კედელი აღუმართეს, რომ ეს კარგად ხილვადი არ ყოფილიყო. მაგის გარდა 5 ფაილია, რუსთავის პროკურატურა ვალდებული იყო ეს ჩემთვის ეჩვენებინა. ზოგ ქოცს არ უნდა ამის დაჯერება და თურმე ჩვენ ასეთი რამ მოვიგონეთ ჩვენს თავზე გაასაჯაროონ კადრები ხმოვანი სახით“
ირმა დავითაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავითაძეების ოჯახი ყველა იმ ბადრაგის იდენტიფიცირებას ითხოვს, რომელიც სავარაუდო ძალადობაში მონაწილეობდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები