პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ზარქუა – ევროკომისიის კვლევა ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ევროკომისიის კვლევა ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობებს საქართველოს მიმართ. მისი თქმით, კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა ნდობის რეიტინგით ევროპაში მეხუთე პოზიციაზეა და ქართველი ხალხი ენდობა არჩეულ ხელისუფლებას.

ირაკლი ზარქუა – ევროკომისიის კვლევა ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს
პირველი არხი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მედიასთან საუბრისას მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კვლევამ, რომელიც ევროკომისიის მიერ ჩატარდა, ფარდა ახადა არაფორმალური ძალების მხრიდან ევროპელი ბიუროკრატების მიზანმიმართულ გამოყენებას საქართველოს წინააღმდეგ.

„როდესაც, ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერები ხელოვნურად, მიზანმიმართულად ყოფენ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას, ხოლო, მეორე მხრივ, ევროკომისიის კვლევა ამბობს, რომ საქართველო მთავრობა ნდობის რეიტინგში ევროკავშირის მასშტაბით მეხუთე პოზიციაზეა, ეს ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს. ხშირად ვისმენთ დაუსაბუთებელ კრიტიკას ჩვენი ხელისუფლების მიმართ და ამ კრიტიკის ავტორები ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები არიან. ხშირად ამბობენ ისინი, რომ მთავრობის ცუდი ქმედებების მიუხედავად არ მიატოვებენ ქართველ ხალხს. მე მაინტერესებს, რომელ ქართველ ხალხს ესაუბრებიან ეს ბიუროკრატები? მათივე კვლევამ დაადასტურა, რომ ქართველი ხალხი ენდობა იმ ხელისუფლებას, რომელიც მან აირჩია და ნდობის ეს ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ევროპაში მეხუთე პოზიციას ვიკავებთ. ეს კვლევა ამბობს, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა არის ერთ ვექტორზე, ეს კვლევა ამბობს, რომ მთავრობას ესმის ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი ენდობა მთავრობას“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ევროკომისიის „ევრობარომეტრის“ კვლევის მიხედვით, მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო 54.1%-ით ევროპის ქვეყნების ხუთეულშია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ზარქუა: ევროკავშირის ლიდერები ხელოვნურად ყოფენ ქართველ ხალხს და მთავრობას, მეორე მხრივ ევროკომისიის კვლევა ამბობს, რომ საქართველო მთავრობის ნდობის რეიტინგში ევროკავშირის მასშტაბით მეხუთე პოზიციაზეა - ეს ადასტურებს ბიუროკრატიის მტრულ განწყობებს
  2. POSTVსამთავრობოირაკლი ზარქუა: “როდესაც, ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერები ხელოვნურად, მიზანმიმართულად ყოფენ ქართველ ხალხს
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე – ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა, მათივე კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები