პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: “ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა. ხშირად ვხედავთ და

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა, რადგან დოკუმენტმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობას ენდობა. მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების და „ევრომონიტორის“ პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა და ქვეყანა ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

არჩილ გორდულაძე: “ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა. ხშირად ვხედავთ და
POSTV

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე კომენტარი გააკეთა.

„ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა.

ხშირად ვხედავთ და ვისმენთ მათი მხრიდან ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის განცალკევების, დაყოფის განცხადებებს და ქმედებებს.

მათივე კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა. ბევრჯერ მოგვისმენია ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან ფრაზა: “ცუდად იქცევა საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ისინი ქართველ ხალხს არ მიატოვებენ”.

ჰოდა, ამ მაღალჩინოსნებს მინდა ვურჩიო, რომ მათივე კვლევა წაიკითხონ, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ქართველი ხალხი სწორედ მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ენდობა და ნდობის ამ რეიტინგში ევროპაში მეხუთე პოზიციაზე ვართ“, – აღნიშნა გორდულაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

პროექტ “ევრომონიტორის” ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი – 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა.

აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით საქართველო მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში მე-8 პოზიციაზე იყო. 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეული კი ასე ჩამოყალიბდა: ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო, ავსტრია და საქართველო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა. ხშირად ვხედავთ და ვისმენთ ქართველი ხალხის და მთავრობის განცალკევების, დაყოფის განცხადებებს, ქმედებებს. კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობას ენდობა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარჩილ გორდულაძე - ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა - ხშირად ვხედავთ მათი მხრიდან ქართველი ხალხის და მთავრობის განცალკევების განცხადებებს, მათივე კვლევით კი აღმოჩნდა, რომ ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა
  3. პირველი არხისამთავრობოარჩილ გორდულაძე – ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა, მათივე კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა
  4. რუსთავი 2სამთავრობომაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მთავრობისადმი ნდობა აბსოლუტურ მინიმუმზეა ჩამოსული, ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა ჩვენს ხელისუფლებას - არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ზარქუა: ევროკავშირის ლიდერები ხელოვნურად ყოფენ ქართველ ხალხს და მთავრობას, მეორე მხრივ ევროკომისიის კვლევა ამბობს, რომ საქართველო მთავრობის ნდობის რეიტინგში ევროკავშირის მასშტაბით მეხუთე პოზიციაზეა - ეს ადასტურებს ბიუროკრატიის მტრულ განწყობებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები