არჩილ გორდულაძე - ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა - ხშირად ვხედავთ მათი მხრიდან ქართველი ხალხის და მთავრობის განცალკევების განცხადებებს, მათივე კვლევით კი აღმოჩნდა, რომ ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ევროკომისიის კვლევამ აჩვენა, რომ ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობას ენდობა და მთავრობამ 54.1%-იანი მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაიკავა ადგილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ „ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა“.
მისი თქმით, ყველა კვლევა, რომელიც დაცლილია პოლიტიკური კონიუნქტურისგან, საქართველოს პროგრესზე მეტყველებს.
„ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა. ხშირად ვხედავთ და ვისმენთ მათი მხრიდან ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის განცალკევების, დაყოფის განცხადებებს და ქმედებებს. მათივე კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა. ბევრჯერ მოგვისმენია ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან ფრაზა, ცუდად იქცევა საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ისინი ქართველ ხალხს არ მიატოვებენ. ჰოდა ამ მაღალჩინოსნებს მინდა ვურჩიო, რომ მათივე კვლევა წაიკითხონ, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ქართველი ხალხი სწორედ მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ენდობა და ნდობის ამ რეიტინგში ევროპაში მეხუთე პოზიციაზე ვართ“,- აღნიშნა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა.
„შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით საქართველო მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში 8-ე პოზიციაზე იყო. 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეული კი ასე ჩამოყალიბდა: ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო, ავსტრია და საქართველო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2არჩილ გორდულაძე: ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა. ხშირად ვხედავთ და ვისმენთ ქართველი ხალხის და მთავრობის განცალკევების, დაყოფის განცხადებებს, ქმედებებს. კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობას ენდობა
- პირველი არხიარჩილ გორდულაძე – ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა, მათივე კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა
- POSTVარჩილ გორდულაძე: “ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა. ხშირად ვხედავთ და
- რუსთავი 2მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მთავრობისადმი ნდობა აბსოლუტურ მინიმუმზეა ჩამოსული, ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა ჩვენს ხელისუფლებას - არჩილ გორდულაძე
ციტატები სტატიიდან
„შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით საქართველო მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში 8-ე პოზიციაზე იყო. 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეული კი ასე ჩამოყალიბდა: ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო, ავსტრია და საქართველო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…