ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის საქმეზე, ბრალდება 94 პირს წარედგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 94 პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიების თანახმად, ბრალდებულები ფინანსურ და კრიმინალურ დავებს ე.წ. ქურდული ტრადიციებით აგვარებდნენ და მოქალაქეებს ემუქრებოდნენ.

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის საქმეზე, ბრალდება 94 პირს წარედგინა
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის საქმეზე, ბრალდება 94 პირს წარედგინარუსთავი 2

საქართველოს პროკურატურამ, "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს წევრობის", "ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის" და "ქურდული სამყაროს წევრისთვის" მიმართვის ფაქტზე, 94 პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ. ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებს განიხილავდნენ, იღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს, რომლის შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოდავე მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 80 პირი თელავში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, კასპში, ქუთაისში, სამტრედიაში, ლენტეხში, გურიაში, ქობულეთში, ბათუმში, და ხელვაჩაურის რაიონში დააკავეს, 7 პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 7 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

სამართალდამცველებმა სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს", - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ("კანონიერი ქურდობა"), 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით ("ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა), 223-ე კვარტა პირველი ნაწილით ("კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ. ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებს განიხილავდნენ, იღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს, რომლის შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოდავე მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 80 პირი თელავში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, კასპში, ქუთაისში, სამტრედიაში, ლენტეხში, გურიაში, ქობულეთში, ბათუმში, და ხელვაჩაურის რაიონში დააკავეს, 7 პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 7 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. სამართალდამცველებმა სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.