ალუდა ღუდუშაური ევროკომისიის კვლევაზე: უკვე მივეჩვიეთ, რომ, მათივე კვლევების მიუხედავად, გამოდიან და სრულიად საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური ევროკომისიის კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველო მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით ევროპის საუკეთესო ხუთეულშია. მისი თქმით, მიუხედავად ობიექტური კვლევებისა, ევრობიუროკრატების მხრიდან ხშირად სუბიექტური და საპირისპირო განცხადებები კეთდება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას აფასებს.
ალუდა ღუდუშაურის თქმით, ევრობიუროკრატების მხრიდან ხშირად ისმის განცხადებები საქართველოს მთავრობისა და ხალხის დაყოფაზე, ევროკომისიის კვლევით კი დასტურდება, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა.
"ამ კვლევის პარალელურად, შეუძლიათ, რომ გამოვიდნენ და თქვან სრულიად განსხვავებული, რომ საქართველოსთან მიმართებაში არის არა ის, რაც მათმა ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, არამედ სრულიად სხვა, საპირისპირო. ჩვენ პირველად არ ვხედავთ ამას. ეს იყო სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. რამდენიმე წელია, ჩვენ უკვე ამას მივეჩვიეთ, რომ ობიექტური მოცემულობა, ობიექტური კვლევა არის ერთი და ეს ნამდვილად ეფუძნება იმას, რასაც ჩვენ გეგმაზომიერად, ძალიან დიდი შრომის შედეგად ვაკეთებთ და პრინციპული ნაბიჯების შედეგად ვაღწევთ, მაგრამ ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ სადაც არის პოლიტიკური ნება, სადაც არის სუბიექტური მიდგომა, იქ ვხედავთ სრულიად სხვას და აბსოლუტურად განსხვავებულს", - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისათვის, გამოქვეყნდა ევროკომისიის კვლევა, რომლის მიხედვითაც, მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით, საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.
ციტატები სტატიიდან
„ამ კვლევის პარალელურად, შეუძლიათ, რომ გამოვიდნენ და თქვან სრულიად განსხვავებული, რომ საქართველოსთან მიმართებაში არის არა ის, რაც მათმა ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, არამედ სრულიად სხვა, საპირისპირო. ჩვენ პირველად არ ვხედავთ ამას. ეს იყო სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. რამდენიმე წელია, ჩვენ უკვე ამას მივეჩვიეთ, რომ ობიექტური მოცემულობა, ობიექტური კვლევა არის ერთი და ეს ნამდვილად ეფუძნება იმას, რასაც ჩვენ გეგმაზომიერად, ძალიან დიდი შრომის შედეგად ვაკეთებთ და პრინციპული ნაბიჯების შედეგად ვაღწევთ, მაგრამ ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ სადაც არის პოლიტიკური ნება, სადაც არის სუბიექტური მიდგომა, იქ ვხედავთ სრულიად სხვას და აბსოლუტურად განსხვავებულს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.