ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ფიროსმანის და ფარნავაზ მეფის ქუჩების შესაერთებლად სამუშაოები „უახლოეს დღეებში დაიწყება“

ბათუმში ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შემაერთებელი გზის მოსაწყობი სამუშაოები, მერიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტის დაწყება კერძო საკუთრების გამოსყიდვა-გადაცვლის პროცესის გაჭიანურების გამო გადაიდო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბონდი-2009“ ასრულებს.

ფიროსმანის და ფარნავაზ მეფის ქუჩების შესაერთებლად სამუშაოები „უახლოეს დღეებში დაიწყება“
ფიროსმანის და ფარნავაზ მეფის ქუჩების შესაერთებლად სამუშაოები „უახლოეს დღეებში დაიწყება“ბათუმელები

ბათუმში ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შემაერთებელი გზის მოსაწყობად სამუშაოები ქალაქის მერიის ინფორმაციით უახლოეს დღეებში დაიწყება. ეს სამუშაოები 2025 წლის დეკემბერში დასრულებული უნდა ყოფილიყო.

ბათუმი, ფიროსმანის და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთა / 2.10.2026 / ამ ადგილიდან ფიროსმანის ქუჩა ფარნავაზ მეფის ქუჩას უნდა შეუერთდეს

ბათუმის მერიის ინფორმაციით პროექტი იმ მიზეზით ვერ დაიწყო, რომ დროში გაჭიანურდა კერძო საკუთრების გამოსყიდვა-გადაცვლის პროცესი.

ამ თემაზე: ფარნავაზისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთება – ქონების გამოსყიდვაში ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი იხარჯება

ტენდერში გამარჯვებულ შპს „ბონდი-2009“-სთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, უშუალოდ ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა ქალაქის ბიუჯეტს მინიმუმ 1 317 507 ლარი დაუჯდება. ხელშეკრულება კომპანიასა და მერიის სამმართველოს შორის 2025 წლის თებერვალში გაფორმდა.

„ფიროსმანის და ფარნავაზ მეფის დამაკავშირებელ ახალ გზაზე სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება“ – მოგვწერეს 2026 წლის 1 ოქტომბერს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან.

კონკრეტულად როდის დაიწყება სამუშაოები და რა ვადაში უნდა დასრულდეს? – „ბონდი-2009“-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამუშაოების დაწყება დაიგეგმება „როგორც კი გამოიდარებს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან და მეტი დეტალებიც მაგ დროს გვეცოდინება“.

ბათუმი, ფარნავაზ მეფის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთა / 2.10.2026 / ამ ადგილიდან ფარნავაზ მეფის ქუჩა ფიროსმანის ქუჩას უნდა შეუერთდეს

„ბონდი-2009“-სთან მერიის სამმართველოს ხელშეკრულება ჯამში 5 087 325 ლარზე აქვს გაფორმებული. ამ ხელშეკრულების ფარგლებში უკვე დასრულდა ბათუმში მიხეილ ლერმონტოვის და გენერალ ასლან აბაშიძის, ასევე შალვა ინასარიძისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზების მოწყობა.

ამ თემაზე:

ბათუმში ინასარიძე-კაჩინსკების დამაკავშირებელი ახალი გზა გახსნეს – სამუშაოები 9 თვის წინ უნდა დასრულებულიყო

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.