ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმში ინასარიძე-კაჩინსკების დამაკავშირებელი ახალი გზა გახსნეს – სამუშაოები 9 თვის წინ უნდა დასრულებულიყო

ბათუმში ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მონაკვეთი გაიხსნა. პროექტის მშენებლობა, რომლის ღირებულებამაც 2 114 112 ლარი შეადგინა, კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების გამო დაგვიანდა.

ბათუმში ინასარიძე-კაჩინსკების დამაკავშირებელი ახალი გზა გახსნეს – სამუშაოები 9 თვის წინ უნდა დასრულებულიყო
ბათუმში ინასარიძე-კაჩინსკების დამაკავშირებელი ახალი გზა გახსნეს – სამუშაოები 9 თვის წინ უნდა დასრულებულიყობათუმელები

ბათუმში ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მონაკვეთი დღეს, 15 სექტემბერს გახსნეს. გზის ეს მონაკვეთი 2025 წლის დეკემბერში უნდა გახსნილიყო, თუმცა მერიამ სამუშაოების დასრულების ვადა რამდენჯერმე გადაწია, მიზეზად კი კერძო მესაკუთრეებთან ქონების გამოსყიდვაზე მოლაპარაკებების გახანგრძლივება დაასახელა.

ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის 2 376 815 ლარი იყო გამოყოფილი. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და კერძო კომპანია „ბონდი-2009“-ს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით კი, მშენებლობაში სულ 2 114 112 ლარი დაიხარჯა. მიღება-ჩაბარების აქტი 2026 წლის 7 სექტემბერსაა გაფორმებული.

„პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის საფარის ორი ფენა, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი და გარეგანათების სისტემა. ასევე, შესრულდა შესაბამისი საგზაო მონიშვნები.

ახალი გზის მოწყობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვას. პროექტი გააუმჯობესებს როგორც საავტომობილო საშუალებების, ისე ქვეითთა გადაადგილების პირობებს,“ – წერს ბათუმის მერია.

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა ავტომანქანებისთვის 15 სექტემბრის დილიდან გახსნილია.

ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება 2025 წლის 5 თებერვალს გააფორმეს ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბონდი-2009“-სთან. ამ ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადად მითითებული იყო 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

„აუცილებელი გახდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან, რადგან საპროექტო ტერიტორიის ნაწილი გადის კერძო საკუთრების ტერიტორიებზე. ვინაიდან მოლაპარაკება წარმოადგენს რთულ პროცესს, მის დასრულებამდე სამუშაოების დაწყება ვერ მოხერხდება,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის სამმართველოში 2025 წლის ნოემბერში.

ამ თემაზე ვრცლად: რატომ ვერ ააშენეს ახალი გზა ბათუმში, რომელმაც ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩები უნდა შეაერთოს

ამავე კომპანიამ [„ბონდი-2009“] უნდა შეასრულოს ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების სამუშაოებიც, რომელიც, იმავე ტენდერის ფარგლებში, ასევე 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით უნდა დამთავრებულიყო.

დღევანდელი მდგომარეობით არც ფარნავაზისა და ფიროსმანის ქუჩების შემაერთებელი მონაკვეთის მშენებლობაა დაწყებული.

__________________

ფოტო: ბათუმის მერია

ამ თემაზე:

ფარნავაზისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთება – ქონების გამოსყიდვაში ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი იხარჯება

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფიროსმანის და ფარნავაზ მეფის ქუჩების შესაერთებლად სამუშაოები „უახლოეს დღეებში დაიწყება“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები