პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რომელ ქუჩებზე შეიზღუდება მოძრაობა ორშაბათიდან ბათუმში

ბათუმში 9 ნოემბრიდან, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გამო, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის მონაკვეთზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება, ხოლო ფიროსმანის ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე — ნაწილობრივ, აცხადებს მერია.

რომელ ქუჩებზე შეიზღუდება მოძრაობა ორშაბათიდან ბათუმში
ბათუმელები

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან ბათუმში, სრულად შეიზღუდება მოძრაობა გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის 180 მეტრიან მონაკვეთზე, ასევე ინასარიძის ქუჩიდან ფიროსმანის ქუჩამდე. ნაწილობრივი შეზღუდვა იმოქმედებს ფიროსმანის ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში.

„საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 9 ნოემბრიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის 180 მეტრიან მონაკვეთზე, ინასარიძის ქუჩიდან ფიროსმანის ქუჩამდე. ხოლო ნაწილობრივ – ფიროსმანის ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე მონაკვეთში.

მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება შალვა ინასარიძის ქუჩაზე, გენერალ ასლან აბაშიძისა და ხახუტაიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში.

შეზღუდვა უკავშირდება შერიფ ხიმშიაშვილისა და ინასარიძის ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებსა და დავით ხახუტაიშვილის ქუჩაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს,“ – ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები, განახლდება მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შესრულდება საგზაო მონიშვნები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 9 ნოემბრიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის 180 მეტრიან მონაკვეთზე, ინასარიძის ქუჩიდან ფიროსმანის ქუჩამდე. ხოლო ნაწილობრივ – ფიროსმანის ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე მონაკვეთში. მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება შალვა ინასარიძის ქუჩაზე, გენერალ ასლან აბაშიძისა და ხახუტაიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში. შეზღუდვა უკავშირდება შერიფ ხიმშიაშვილისა და ინასარიძის ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებსა და დავით ხახუტაიშვილის ქუჩაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს,“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ბათუმში, ტაოსა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები 300-მდე ოჯახის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, სამუშაოები დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები