მეორადი ჩარიცხვებით, უმაღლეს და პროფესიულ დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის 73%-ს შეადგენს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა. რეგისტრაცია გაიარა 1 715 აბიტურიენტმა, ხოლო სწავლის უფლება 1 242-მა პირმა მოიპოვა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა.
ცენტრის ცნობით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4 010 აბიტურიენტს. დარეგისტრირდა 1 715 აბიტურიენტი. უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის 73%-ს შეადგენს.
საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 818 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 312 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში – 506 აბიტურიენტი.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 408 აბიტურიენტმა (244 – სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, 164 – კერძო პროფესიულ სასწავლებელში).
ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვა 16-მა გამოსაცდელმა. ყველა მათგანი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა.
აბიტურიენტებს საკუთარი შედეგის გაცნობა ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში, საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით შეუძლიათ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GENAEC-მა ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა - სტუდენტი კიდევ 1 242 აბიტურიენტი გახდა
- ტაბულაე.წ მეორადი ჩარიცხვების შედეგად ბაკალავრიატის სტუდენტი 818 აბიტურიენტი გახდა
- ალიაუმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები ცნობილია
- ნეტგაზეთიმეორადი ჩარიცხვით, სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…