პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აბიტურიენტებს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა 9 ოქტომბრის 18 საათამდე ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის აბიტურიენტებს ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში 5 ოქტომბრის 11 საათიდან 9 ოქტომბრის 18 საათამდე ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობა.

აბიტურიენტებს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა 9 ოქტომბრის 18 საათამდე ექნებათ
ფორმულა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა.

ინფრომაციაში აღნიშნულია, რომ, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის 11 საათიდან 9 ოქტომბრის 18 საათამდე კვლავ შესაძლებელი იქნება თავისუფალი ადგილების მქონე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა.

"შეგახსენებთ, რომ მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

პროგრამების არჩევის წესის, ასევე, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

აბიტურენტებს შეუძლიათ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს გაეცნონ ბმულზე, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელბს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობო2026 წლის აბიტურიენტებს თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა კვლავ ექნებათ
  2. პირველი არხისამთავრობომეორადი ჩარიცხვებისთვის განაცხადების წარდგენას აბიტურიენტები 5 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლითაც შეძლებენ
  3. ალიაოპოზიციური“მეორადი ჩარიცხვა” მეორედ აბიტურიენტებისთვის – ეროვნული ცენტრის განცხადება
  4. ტაბულაოპოზიციურიგამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ე.წ. მეორადი ჩარიცხვები კიდევ ერთხელ გამოაცხადა
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები