პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ზარქუა: “როდესაც, ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერები ხელოვნურად, მიზანმიმართულად ყოფენ ქართველ ხალხს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მსოფლიო ბანკის კვლევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი ნდობის რეიტინგი ევროპაში ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობას აქარწყლებს.

ირაკლი ზარქუა: “როდესაც, ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერები ხელოვნურად, მიზანმიმართულად ყოფენ ქართველ ხალხს
POSTV

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მედიას მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე ესაუბრა.

„როდესაც, ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერები ხელოვნურად, მიზანმიმართულად ყოფენ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას, ხოლო, მეორე მხრივ, ევროკომისიის კვლევა ამბობს, რომ საქართველო მთავრობა ნდობის რეიტინგში ევროკავშირის მასშტაბით მეხუთე პოზიციაზეა, ეს ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობას ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს.

ხშირად ვისმენთ დაუსაბუთებელ კრიტიკას ჩვენი ხელისუფლების მიმართ და ამ კრიტიკის ავტორები ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები არიან.

ხშირად ამბობენ ისინი, რომ მთავრობის ცუდი ქმედებების მიუხედავად, არ მიატოვებენ ქართველ ხალხს…

მაინტერესებს, რომელ ქართველ ხალხს ესაუბრებიან ეს ბიუროკრატები? მათივე კვლევამ დაადასტურა, რომ ქართველი ხალხი ენდობა იმ ხელისუფლებას, რომელიც მან აირჩია და ნდობის ეს ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ევროპაში მეხუთე პოზიციას ვიკავებთ. ეს კვლევა ამბობს, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა არის ერთ ვექტორზე; ეს კვლევა ამბობს, რომ მთავრობას ესმის ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი ენდობა მთავრობას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად, ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი – 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ზარქუა: ევროკავშირის ლიდერები ხელოვნურად ყოფენ ქართველ ხალხს და მთავრობას, მეორე მხრივ ევროკომისიის კვლევა ამბობს, რომ საქართველო მთავრობის ნდობის რეიტინგში ევროკავშირის მასშტაბით მეხუთე პოზიციაზეა - ეს ადასტურებს ბიუროკრატიის მტრულ განწყობებს
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი ზარქუა – ევროკომისიის კვლევა ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე – ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა, მათივე კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები