ლევან ჟორჟოლიანი – უცხოურ გრანტებზე თანხმობის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია, რომელიმე პროექტი პოლიტიკურ პროცესებში არამართლზომიერად თანხების ხარჯვას თუ გულისხმობს, მთავრობას ვერ ექნება დადებითი პოზიცია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, უცხოურ გრანტებზე თანხმობის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია, რაც სახელმწიფო ინტერესების შესაბამის პროექტებს უკავშირდება. მისივე თქმით, მთავრობა არ დაუჭერს მხარს პროექტებს, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში თანხების არამართლზომიერ ხარჯვას გულისხმობს.

ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით თანხმობებს გასცემს საქართველოს მთავრობა, რომელსაც სწავლობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, დადებითობის მაჩვენებელი არის 95%, რომელიც ხაზს უსვამს მთავრობის დამოკიდებულებას ისეთი პროექტების მიმართ, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.
„თუკი რომელიმე პროექტი არ შეესაბამება სახელმწიფო ინტერესებს, ან თუ ის პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს პოლიტიკურ პროცესებში არამართლზომიერად თანხების ხარჯვას, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას ვერ ექნება დადებითი პოზიცია“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით თანხმობების გაცემის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია, რაც ხაზს უსვამს მთავრობის დამოკიდებულებას პროექტების მიმართ, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს
- BM.GEუცხოურ გრანტებთან დაკავშირებით მთავრობის თანხმობის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია | ლევან ჟორჟოლიანი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…